საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/402; 18/10/2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20319/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-20319/19 15-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/402; 18.10.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 2 დეკემბერი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებისათვის - 18 ნოემბერი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა წერილით (2-20303/19; 15-11-2019), რომლის მიხედვითაც, ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ ხერხდება საკითხის დადგენილ ვადაში განხილვა. შესაბამისად, მოგმართავთ, თხოვნით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge