საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ხაზინადართა საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ

განცხადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#2-20357/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2-20357/19 18-11-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 78-ე მუხლის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივნისის N45/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის N227/3 ბრძანების მე-3 პუნქტით დანიშნული ვარ ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარედ, ამავდროულად, ვარ საბჭოს წევრი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, გაცნობებთ, რომ ვტოვებ როგორც ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარის, ასევე, ხაზინადართა საბჭოს წევრის თანამდებობებს. გთხოვთ შესაბამის ცვლილებებს. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge