საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაცია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და აღნიშნული საბჭოს წევრად დარჩენის შესახებ

განცხადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#2-20354/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2-20354/19 18-11-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 76-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 5 იანვრის N1/3 ბრძანების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოვადგენ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ამავდროულად ვარ საბჭოს წევრი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, გაცნობებთ, რომ ვტოვებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, ამასთან, ვრჩები აღნიშნული საბჭოს წევრად. გთხოვთ შესაბამის ცვლილებებს. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge