საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ (07-3/381; 01/07/2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-20373/19
18-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“
მიერ წარმოდგენილია დადგენილების პროექტი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ (073/381; 01.07.2019).
აღნიშნული დადგენილების პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
აღნიშნული დადგენილების პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის ვადად
განსაზღვრულია 20 ნოემბერი.
ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი
კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დადგენილების
პროექტის განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge