საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/369; 02/07/2019) საქართველოს კანონის პროექტები - 30 დღით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/407; 22/10/2019) საქართველოს კანონის პროექტები - 30 დღით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (308 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (383 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (230 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (285 KB)
📄 წერილი (75 KB)
📄 დანართი (67 KB)
📄 დანართი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-20389/19
18-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, მოგმართავთ
თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე „ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019).
საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას,
გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძისა და ეკა
ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონების პროექტებზე: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/407; 22.10.2019)
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-20327/19
15-11-2019
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ რომან კაკულიას
ბატონო რომან,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები:
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების“ შეტანის
შესახებ“ (07-3/407; 22.10.2019).
ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად განისაზღვრა დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ხოლო სავალდებულო წესით
განმხილველ კომიტეტებად: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი. სავალდებულო წესით განმხილველ კომიტეტთათვის განხილვის ბოლო ვადად
განისაზღვრულია 18.11.2019.
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება
დამატებითი ვადა საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად დასამუშავებლად.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-20320/19
15-11-2019
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თამჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას
ბატონო რომან,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე
„ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019) ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად. კანონპროექტის
სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2019 წლის 18 ნოემბერი.
ვინაიდან კანონპროექტი საჭიროებს დროს დამატებითი კონსულტაციების გასამართად და
პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ კანონპროექტის
განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge