„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.11.2019
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/420/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის: 1. მე-3 მუხლის: ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) პაი - საპაიო ფონდში მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისათვის ყოველწლიურად განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები და რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;“; ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) დამატებითი შენატანი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში მეპაიის სურვილით, ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას“; გ) „ვ2 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ვ3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კოოპერაციული შემოსავალი – მეპაიის შემოსავლის ნაწილი, რომელსაც იგი იღებს სამეურნეო წლის განმავლობაში თავისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და ოდენობით;“; ვ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საპაიო ფონდი – პაისა და სხვა შენატანების ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება;“; ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) დაემატოს შემდეგი შინაარსიის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო)“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებულია კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება და აუდიტორული დასკვნის სააგენტოსათვის წარდგენა.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, სადაც ასახული იქნება კოოპერატივის მიერ მეპაიეზე გასაწევი მომსახურების სახე, ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები;“; დ) მე-3 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რის შემდგომაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას. 5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, შეიძლება გახდეს: ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები; ბ) აუდიტორული დასკვნა; გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობის შემცირება; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განცხადება სტატუსის შეწყვეტის შესახებ.“. ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სააგენტოს სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ.“. 4. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ მუხლი: „მუხლი 81. მონიტორინგი სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი. 6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ასოცირებული წევრის მიღების წესს.“. 8. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში და, რომელსაც ამ კანონისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი.“. 9. 131 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეპაიეს უფლება აქვს განახორციელოს დამატებითი შენატანი პაის სრულად შეტანის შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება პაის ღირებულებას, მეპაიის დამატებით შენატანად აისახება. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში წევრთა შენატანის ქონების სახით შეტანისას, ამ ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით.“. 10. 132 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი დამატებითი შენატანის საფუძველზე, ამ კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;“; ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;“; გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არჩეულ იქნეს, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე საერთო კრების გადაწყვეტილებით უზრუნველყოს მისი მართვა.“. 11. 133 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ წევრზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული წევრების შემდეგ გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი შენატანების შესაბამისად: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის მეპაიის დამატებითი შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო ხელშეკრულებით კოოპერატივის განსაზღვრულია მოგების ამ პროპორციულად მეპაიეზე გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს.“. 12. 134 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც წევრები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 50%-ს.“. 13. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება/გაცემა და მათთვის კონსულტაციების გაწევა; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება; ვ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.“. მუხლი 2. 1. 2020 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოდ; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამის თანამდებობებზე. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სააგენტოს უფლებამონაცვლედ, 3. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უზრუნველყონ პაის ოდენობა და წესდებები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ კანონის მოთხოვნებთან. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზანია მოქმედი კანონის დახვეწა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებული იქნა 2013 წელს, რომლის საფუძველზე შეიქმნა სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. სააგენტოს ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენდა კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბებული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭება, რომლის შედეგად 2014 წლიდან სასოფლოსამურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 2172 კოოპერატივს, საიდანაც დღეის მდგომარეობით სტატუსი შენარჩუნებული აქვს 1018 კოოპერატივს. კანონპროექტის ცვლილება მიზნად მოწესრიგებას გაძლიერების, ისახავს, კანონით რეგულირებადი საკითხების სამართლებრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიცოცხლისუნარიანობის მათი მეპაიეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკეთ გაუმჯობესების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობის და ზოგადად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის N817 ბრძანებულებით, საქართველოს მთავრობას დაევალა, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების მომენტიდან, წესდებით გათვალისწინებული დანფუძნებლის უფლებამოსილებები მიენიჭა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის N1-1/2715 ბრძანებით, დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი (რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ და შედის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში) და ამავე ბრძანებით დამტკიცდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის წესდებაც, ხოლო „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით განისაზღვრა ფონდის გამგეობა და ფონდის წესდებით გათვალისწინებული დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. გარდა აღნიშნულისა, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წლიდან ფუნქციონირებს სსიპ-სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს და ორივეს საბოლოო მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად ორი დაწესებულების ფუნქციათა შერწყმა და ერთიანი მართვის ქვეშ მოქცევა გაზრდის სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სარგებლიანობის, სოფლის მეურნეობაში კაპიტალისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების ზრდა, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისა და ზოგადად კოოპერაციული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება დარგის განვითარებაში თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე, მაღალი ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და ამ პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლში და ახალი რედაქციით განისაზღვრება ტერმინები: კერძოდ, „პაი“ არ მოიცავს დამატებით შენატანს და ასოცირებული წევრის შენატანს (როგორც ამას ითვალისწინებს კანონის მოქმედი რედაქცია), არამედ იგი წარმოადგენს მხოლოდ ყოველწლიურად მეპაიის მიერ განსახორციელებელ მისი ეკონომიკური სავალდებულო შენატანს მონაწილეობისათვის საპაიო ფონდში. კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ამავე მუხლის „ვ2“ და„ვ3“ პუნქტების ამოღებას, ვინაიდან დამატებითი შენატანი და ასოცირებული წევრის შენატანი არის განსაზღვრულ შემთხვევებში კოოპერატივის საჭიროებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით განხორციელებული განხორციელებისათვის შენატანი, საჭიროა რომელიც არ არის კოოპერატივის საერთო სავალდებულო, კრების თანხმობა, მისი ამასთნ აღნიშნული განმარტებები სრულყოფილად არის წარმოდგენილი კანონის მე-11 მუხლში, რაც შეეხება კოოპერაციულ შემოსავალსა და საპაიო ფონდს, მათი ცვლილებები გამოიწვია ტერმინთა განმარტებების სრულყოფამ, დაემატა „პ“ ქვეპუნქტი და განიმარტა „სააგენტო“ რომელიც იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ დებულებების შესრულება და საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საჭირო რესურსების კონსოლიდირება. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის მე-6 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები. თუ ცვლილებების შეტანამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ სასოფლოსამეურნეო პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა და ა.შ. წარმოდგენილი რედაქციით კოოპერატივს მიეცა უფლება მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობებიც. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა კოოპერატივის ვალდებულება, რომ ორ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს მისი საქმიანობის სასოფლოსამეურნეო საქმიანობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნის წარდგენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ამისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოში. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ნაცვლად სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსი. შეიცვალა კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, კერძოდ, კოოპერატივის წესდების ნაცვლად, წარსადგენ დოკუმენტად განისაზღვრა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან კოოპერატივის წესდება შესაძლებელია სააგენტოს მიერ მოპოვებულ იქნეს სსიპსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული გვერდიდან, რაც გაუმარტივებს კოოპერატივს წარსადგენი დოკუმენტების ტვირთს. ასევე სავალდებულო გახდება პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ხელშეკრულების წარდგენა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მოპოვების დროისათვის მიზანშეწონილია კოოპერატივი სრულად იქნეს ჩამოყალიბებული და მასსა და მის მეპაიეებს შორის ურთიერთობები მკვეთრად იყოს განსაზღვრული. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-7 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები, რომლითაც ახლებურად დარეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების წესი. წარმოდგენილი რედაქციით კოოპერატივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს, რაზედაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს მოწმობას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დარეგულირებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის შეწყვეტის. კანონის მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნა, რადგან შესაბამისი ორგანოს განსაზღვრა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ და შესაბამისად, მისი უფლებამოსილებაც განისაზღვრება მინისტრის მიერ. კანონს ემატება 81 მუხლი, რომელიც სააგენტოს ანიჭებს უფლებას განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლოსამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი. კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, წესდებით სავალდებულო გახდა ასოცირებული წევრის მიღების წესის დადგენა, რაც უცხო პირებს მისცემს შესაძლებლობას წინასწარ იცოდეს კოოპერატივში, როგორც ასოცირებულ წევრად გახდომის, ასევე მისი უფლებებისა და ვალდებულებების ცოდნის შესაძლებლობას. კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში „საპაიო შენატანი“ შეიცვალა ტერმინით „პაი“, ხოლო მე-4 პუნქტში კი დაზუსტდა, რომ ასოცირებული წევრი არის პირი, რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და, რომელსაც ამ კანონისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი. აღნიშნული განპირობებული იმ გარემოებით, რომ ასოცირებული წევრი შეიძლება არ მონაწილეობდეს კოოპერატივის საქმიანობაში და მას მხოლოდ განხორციელებული ქონდეს ასოცირებული წევრის შენატანი. კანონის 131 - 134 მუხლებში განხორციელებული ცვლილება გამოწვეული იქნა კანონით გათვალისწინებული ტერმინთა განმარტებით, მაგალითად, ტერმინი „დამატებითი საპაიო შენატანი“ შეიცვალა ტერმინით „დამატებითი შენატანი“. ასევე, მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 30%-ს იზრდება 50%-მდე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით რომ წახალისდეს დამატებით შენატანები და გაიზარდოს დაინტერესება ასოცირებულ წევრთა მხრიდან. კანონის მე-14 მუხლში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ერთ მთლიანობაში მოექცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებები და განისაზღვრა ამ განმახორციელებელი ორგანო (სააგენტო).“ კანონპროექტის მე-2 მუხლით სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოდ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამის თანამდებობებზე. აღნიშნული განპირობებულია შემდეგი გარემოებით: „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 2020 წლის 1 იანვრიდან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, რომ არ მოხდეს სსიპ-ების რიცხოვნების გაზრდა, მიზანშეწონილი ახალი განვითარების სააგენტოს ფუნქციონირება. სსიპი დაფუძნდეს ბაზაზე და 2020 სასოფლო-სამეურნეო წლის პირველი კოოპერატივების იანვრიდან დაიწყოს ასევე, ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა უზრუნველყონ პაის ოდენობა და წესდებები შესაბამისობაში მოყვანა ამ კანონის მოთხოვნებთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულია პირველი მუხლისთვის 2020 წლის პირველი იანვარი, ხოლო მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის პირველი მუხლის ამოქმედების თარიღად 2020 წლის პირველი იანვრის შერჩევას საფუძველად უდევს ის გარემოება, რომ პროექტით განსაზღვრულია ამჟამად მოქმედი სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოდ, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან იქმნება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. აღნიშნული პროცესი გულისხმობს რიგი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ნორმატიული ბაზის მომზადებას და მიღებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ გარკვეულ ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ: მეპაიეთა მინიმალური რაოდენობის გაზრდასა და მათი საქმიანობის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება, და სხვ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში ასევე გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამის თანამდებობებზე. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტის მე-2 მუხლი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული იქნა „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის იანვრიდან თანახმადაც 2020 წლის პირველი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეორგანიზებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოდ. შესაბამისად, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო გათვალისწინებული არ არის და ასახულია მხოლოდ სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ 2019 წლის 31 დეკემბრამდე ვერ მოესწრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება, სამინისტრო დადგება ფაქტის წინაშე, რომ 2020 წლიდან სამინისტროს სისტემაში იქნება როგორც სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (რომლის დაფინანსებაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის), ასევე სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (რომელიც შექმნილია „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით). შესაბამისად, საჭიროა რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს და მიიღოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული არ არის, ვინაიდან, მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდამჭერი პროგრამებისა და ერთიანი აგროპროექტების კონსოლიდირება, ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, გადაეცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. შესაბამისად საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სასოფლოსამეურნეო კოოპერატივი დაიწყებს სხვა საქმიანობასაც. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ნებადართული საქმიანობა რასაც შეიძლება ეწეოდეს მეწარმე სუბიექტი. ამ შემთხვევაში კოოპერატივი იბეგრება დადგენილი წესის შესაბამისად. სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა სახის სხვა საქმიანობას დაიწყებს კოოპერატივი და როგორი იქნება ამ სხვა საქმიანობიდან შემოსავალი. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კოოპერატივებს სხვა საქმიანობის უფლება არ აქვთ გარდა სასაოფლო-სამეურნეო საქმიანობისა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდ, საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფილი სახსრებიდან. 2020 წლის სამინისტროს ნაერთ ბიუჯეტში (31 05 01 საბიუჯეტო კოდი) ეს თანხა (ადმინისტრაციული ხარჯები) შეადგენს 10 მლნ. ლარს. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტი იქნება: 2021 წლისთვის - 16.6 მლნ. ლარი, 2022 წლისთვის 19.3 მლნ. ლარი და 2023 წლისთვის ასევე 17.75 მლნ. ლარი. სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შექმნილია სტრუქტურული ერთეული (დეპარტამენტი), რომლის ფუნქცია არის კოოპერატივებთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება. ამ დეპარტამენტის, ისევე როგორც ცენტრალური აპარატის სხვა დეპარტამენტებისა,დაფინანსება განხორციელდება სააგენტოს ცენტრალური აპარატის ხარჯებიდან. კანონპროექტის თანახმად 2020 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება სსიპ - სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და შეიქმნება სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. სსიპ - სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში არის 18 საშტატო ერთეული და 5 შტატგარეშე მოსამსახურე. შტატით დასაქმებული 18 პირი უკონკურსოდ დაინიშნება სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოში, ხოლო 5 შტატგარეშე მოსამსახურეს ხელშეკრულების ვადა უმთავრდებათ 2019 წლის 31 დეკემბერს და მათ უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღო ახალ სააგენტოში გამოცხადებულ კონკურსში. ახალ სააგენტოში იქნება 30 საშტატო ერთეული. სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი გათვალისწინებულია 2020 წლის სამინისტროს ნაერთ ბიუჯეტში და შეადგენს 3 მლნ. ლარს (31 15 საბიუჯეტო კოდი). საშუალოვადიან პერიოდში, პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტი იქნება: 2021 წლისთვის - 4 მლნ. ლარი, 2022 წლისთვის 5 მლნ. ლარი და 2023 წლისთვის ასევე 5 მლნ. ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გარკვეულ ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება, რაც ძირითადად გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით; მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს (30%-იდან იზრდება 50%-მდე). კოოპერატივის საერთო კრება ყოველი წლის დასაწყისში იღებს გადაწყვეტილებას პაის, მეპაიეთა დამატებითი შენატანისა და ასოცირებული წევრის შენატანის ოდენობისა და მათი განკარგვის შესახებ. ასევე ამ შენატანებზე გასაცემი დივიდენდის ოდენობის შესახებ. მეპაიეთა დამატებითი შენატანზე და ასოცირებულ წევრზე დივიდენდი გაიცემა კოოპერატივის წმინდა მოგების პროპორციულად. რაც მეტი იქნება წმინდა მოგება მით მეტი იქნება ასოცირებული წევრის დივიდენდი. დივიდენდის მოცულობა დამოკიდებული იქნება კოოპერატივის საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან მიღებულ წმინდა მოგების ოდენობაზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც წევრები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 50%-ს, ნაცვლად 30%-ის; განისაზღვრა საპაიო ფონდში ყოველწლიურად განსახორციელებელი სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა არანაკლებ 300 ლარისა. ეს ცვლილება შეეხება ფაქტიურად ყველა იმ კოოპერატივს სადაც საპაიო შენატანი ოდენობა ნაკლებია 300 ლარზე. კოოპერატივი, ყოველწლიურად, მეპაიეთა საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას პაის ოდენობისა და მისი გადახდის ვადების შესახებ. ამჟამად რეგისტრირებულია 1000-ზე მეტი სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივი მათ შორის: 949 კოოპერატივში არის 20 მეპაიე, 55 კოოპერატივში არის 21-დან 50-მდე მეპაიე და 14 კოოპერატივში არის 50-ზე მეტი მეპაიე, ხოლო მობილიზებული კაპიტალის მიხედვით კი არის: 316 კოოპერატივი 500 ლარამდე, 240 კოოპერატივი 5000 ლარამდე და 462 კოოპერატივი 5000 ლარზე მეტი. კანონის ამოქმედების (2014 წლიდან) შემდეგ შექმნილი იყო 2000-ზე მეტი კოოპერატივი, რომელთა დიდ ნაწილს გაუუქმდა სტატუსი და დღეისათვის დარჩენილია 1018 კოოპერატივი. სავალდებულო პაის 300 ლარის განსაზღვრა მიზნად ისახავს რომ კოოპერატივები იყოს მდგრადი და მეპაიეს ქონდეს გარკვეული პასუხისმგელობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს კოოპერატივების რიცხოვნების შემცირება, რაც ქვეყანაში კოოპერაციის განვითარებისათვის კარგი იქნება, ვინაიდან, დარჩება ის კოოპერატივები, რომელთა მეპაიებსაც გათვითცნობიერებული ექნებათ კოოპერაციის არსი და მოხდება მათი მდგრადი განვითარება. სავალდებულო პაის ოდენობის განსაზღვრა საფუძველი იქნება კოოპერატივის განვითარებისა, რაც წინაპირობაა მეპაიის მიერ მეტი დივიდენდის მიღებისა. პაი ხმარდება მხოლოდ კოოპერატივს. საპაიო ფონდი შედგება პაისა და სხვა შენატანებისგან. სხვა შენატანებია მეპაიეთა დამატებითი და ასოცირებულ წევრთა შენატანები (ეს შეიძლება იყოს მიწა, სასოფლოსამეურნეო ტექნიკა და სხვა.). „სხვა შენატანები“ ნებაყოფლობითია და მისი შეტანა საპაიო ფონდში ხდება მეპაიის ან ასოცირებული წევრის სურვილის მიხედვით, მათ მიერ ფინანსური ანალიზის შედეგად. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებული იქნება, ორ წელიწადში ერთხელ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროებთან (სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება და აუდიტორული დასკვნა წარუდგინოს სააგენტოს. ეს შეეხება ყველა სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს. კოოპერატივებზე ეს დიდ ფინანსურ გავლენას ვერ მოახდენს ვინაიდან აუდიტორული შემოწმება უნდა ჩაატაროს ორ წელიწადში ერთხელ და მისი ღირებულება სავარაუდოდ არ გადააჭარბებს 200 ლარს, ვინაიდან აუდიტმა უნდა დადასტუროს მხოლოდ კოოპრერატივის საქმიანობის შესაბამისობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან. ასევე შესწავლილი იქნა ბაზარზე არსებული ფასები რომელიც მერყეობს 100 -200 ლარის ფარგლებში. ამ თანხის გადახდა მოხდება კოოპერატივის ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მიღება კოოპერატივების ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ კანონის მოთხოვნებთან წესდების შესაბამისობაში მოყვანა ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი გადასახადის, შენატანის) ოდენობა მოსაკრებლის ან შესაბამის ბიუჯეტში და სხვა სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.