საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-11301/19; 10/06/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-20625/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20625/19 21-11-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11301/19; 10.06.2019) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება; 3. სხვა დასკვნა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20620/19 21-11-2019 დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის 12 ნოემბერს განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11301/19; 03.05.2019). კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: 1. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის ამოღებასთან დაკავშირებით საკანონდებლო წინადადების ავტორის მიერ წარმოდგენილია ასევე 2 საკანონმდებლო წინადადება: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11300/19; 10.06.2019) და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8658/19; 03.05.2019). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წინადადებას განხილვის შედეგად ზემოაღნიშნული 2 საკანონმდებლო მხარი არ დაუჭირა. ამასთან ფინანსთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში დავების განხილვის საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ განიხილა 3 საჩივარი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით კომიტეტში წარმოდგენილია წერილი (N0803/73591, 08.07.2019), რომლის თანახმადაც, არ არსებობს წინააღმდეგობა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და 302ე მუხლის მე-8 ნაწილს შორის და მათი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური. ყოველივე მიზანშეწონილად შემოთავაზებული ზემოთაღნიშნულიდან არ მიაჩნია ინიციატივის გამომდინარე, საკანონმდებლო მსგავსი შინაარსით საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე კომიტეტს წინადადებით მიღება და
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/ 73591-08-03-2-201907081142 N 08-03/73591 08/07/2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განვიხილეთ თქვენი 2019 წლის 24 ივნისის N7180/3-43/19 წერილი და თანდართული მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებები - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-11300/19; 10.06.2019) და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-11301/19; 10.06.2019). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით გაცნობებთ: მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის ამოღებას, ვინაიდან, მისი განმარტებით, აღნიშნული ქვეპუნქტი წინააღმდეგობაშია ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილთან და ქმნის დისკრიმინაციისა და კორუფციის საფრთხეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. გაცნობებთ, რომ საგადასახადო დავის პროცესში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელთან (მომჩივანთან) კომუნიკაცია, რაც ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, წერილობით ან ელექტრონულად. საგადასახადო საჩივრის განხილვისას დავის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა. ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომჩივნის მონაწილეობის გარეშე საჩივრით ან/და საქმეში არსებული მასალებით ვერ დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და მომჩივნის მოძიება ვერ ხერხდება, დავის განმხილველი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საქმე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ვითარება ქმნის საჩივრის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების ფაქტობრივ საფუძველს, თუმცა გადასახადის გადამხდელს რჩება შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს განუხილველობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-7-მე-10 ნაწილებით რეგულირდება საჩივრის ზეპირ განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილით განისაზღვრება, რომ საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილით ზუსტდება, რომ მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინააღმდეგობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და 302-ე მუხლის მე-8 ნაწილს შორის და მათი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური. ამასთან, გაცნობებთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ განიხილა სამი საჩივარი. გიორგი თინიკაშვილი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იურიდიული დეპარტამენტი
დანართი
my.gov.ge "ჩემი ელექტრონული მთავრობა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041190923837 08.06.2019 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება შინაარსი: 08.06.2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო წინადადება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცლილებების შეტანის შესახებ (კოდექსის 301-302 მუხლების კორუფციული ფორმით გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლის გაუქმება) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელი აირჩევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სასამართლოს მაგივრად, გაასაჩივროს საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, იგი თავს იყენებს დიდი საფრთხის ქვეშ. პრობლემა მდგომარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ურთიერთგამომრიცხველი 301(მ) და 302(8) მუხლების არსებობაში. საგადასახადო კოდექსის 301(მ) მუხლის თანახმად, საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. ამავე დროს, თვით საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლი და თვით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი ნაკლებად მკაცრ პირობებს შეიცავენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ გადასახადის გადამხდელს ვერ დაუკავშირდებიან, მისი საჩივარი მაინც იქნება განხილული, თუმცა - მისი დასწრების გარეშე. ანუ, თუ გადასახადის გადამხდელი, ნაცვლად დავის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის გაგრძელებისა, დავას გააგრძელებს პირდაპირ სასამართლოში, ან თუ მას სამინისტროში გააჩნია მფარველები/მეგობრები, მის საჩივარს აღარ დაემუქრება იმის საფრთხე, რომ იგი დარჩეს განუხილველი, ვინაიდან მის მიმართ სამინისტროს მეგობრები გამოიყენებენ 302-ე მუხლის დანაწესს. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ნორმებს შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა წარმოადგენს საკანონმდებლო ანომალიას. დაუშვებელია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, დავის შემდგომი გაგრძელების ორი ალტერნატიული სახელმწიფო ორგანო – (1) დავების განხილვის საბჭო და (2) სასამართლო – სთავაზობდეს საჩივრის განუხილველად დატოვების დიამეტრალურად განსხვავებულ წესებს. მაგალითად, თუ ფინანსთა სამინისტროში „არამეგობარ“ მომჩივანს ვერ დაუკავშირდებიან (მომჩივნის მოძიება შეუძლებელია), მისი საჩივარი აღარ განიხილება და ძალაში რჩება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სკ–ს 301– ე მუხლი). „მეგობარი“ მომჩივნის მიმართ სამინისტროს არსენალშია საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლი, რითაც თუ ფინანსთა სამინისტროში „მეგობარ“ მომჩივანს ვერ დაუკავშირდებიან (მომჩივნის მოძიება შეუძლებელია), მისი საჩივარი მაინც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ მომჩივანის მოძიების შეუძლებლობა წარმოადგენს საკმაოდ ხშირად გავრცელებულ მიზეზს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო განუხილველად ტოვებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოდგენილ საჩივრებს. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია იმ მავნე პრაქტიკით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო წინასწარი შემეცნებით არ იყენებს მომჩივანთან ელ–ფოსტის საშუალებით კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას, იმის მიუხედავად რომ, ელ–ფოსტით მომჩივანთან დაკავშირება წარმოადგენს აღნიშნული საბჭოს ფუნქციონირების საკანონმდებლო დანოზე აღიარებულ ერთ–ერთ პრინციპს, გათვალისწინებულს სკ–ის 302–ე მუხლით:: მუხლი 302. საჩივრის განხილვა 1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში. 2. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. 3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. 4. დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა. 5. საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით. 6. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. 7. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. სასამართლოში კი ანალოგიურ შემთხვევებში, თუ მოსარჩელეს სასამართლო ვეღარ დაუკავშირდება სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, საგადასახადო დავა მაინც იქნება განხილული არსებითად და სარჩელის მიმართ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება. ცალკე მსჯელობის საგანია ის გარემოება, თუ რამდენად არის შინაარსობრივად და ლოგიკურად დატვირთული ფრაზა მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის” ინსტიტუტი უცხოა სასამართლოში არსებული ქცევის წესებისთვის. თუ მომჩივანს სასამართლოში ვერ „იძიებენ“, მის მიმართ ძებნაში ერთვება პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესა, საჯარო შეტყობინების სისტემა და ა.შ. ამ პირობში ნათელია, რომ „მომჩივნის მოძიების შესაძლებლობა“ საკმაოდ არქაულ და უშინაარსო სენტენციას წარმოადგენს. ============================================================================ კანოპროექტის ძირითადი პრინციპები: შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301–ეე მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ადამიანის უფლებების დაცვა; გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვა; სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების უკანონო, ბიუროკრატიულ–კორუფციულ–დისკრიმინაციული მეთოდების აღმოფხვრა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და ზოგადად საგადასხადო დავების განხილვის სისტემაში არსებული ფართომასშტაბიანი სისტემური უკანონობის აღმოფხვრა. გადასახადის გადამხდელთა დაცვა დისკრიმინაციული მოპყრობისგან. მართლმსაჯულების სისტემის განთავისუფლება იმ მძიმე ტვირთისგან, რომელიც წარმოიქმნება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ პუნქტის გამოყენებით „უცხო“ პირტა მიმართ, ხოლო „ახლობლების“ მიმართ - საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან (მ) პუნქტის ამოღებით საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვა საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლთან და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან და საგადასახადო დავის შემოსავლების სამსახურიდან დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში მომჩივნის უფლებები თანაბრად და პროპორციულად იქნება დაცული, საგასახადო კოდექსის განთავისუფლდება აშკარად დისკრიმინაციული და კორუფციული ხასიათის დებელებებისგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მიღებული იქნას კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთანდაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # 2) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ– ნი ადილ უსმან, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ–ნი ჰამზა ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # . დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორი: დოკუმენტები: 1 ) საკანომდებლო წინადადება.docx; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: RUAT CAELUM FIAT IUSTICIA! ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიაA ZURAB VANISHVILI LAW FIRM, LLC 0186, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 79/159 404870207; მობ.: 5 77 52 99 37; zvani@hotmail.com 08.06.2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო წინადადება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცლილებების შეტანის შესახებ (კოდექსის 301-302 მუხლების კორუფციული ფორმით გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლის გაუქმება) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელი აირჩევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სასამართლოს მაგივრად, გაასაჩივროს საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, იგი თავს იყენებს დიდი საფრთხის ქვეშ. პრობლემა მდგომარეობს საქართველოს საგადასახადო ურთიერთგამომრიცხველი 301(მ) და 302(8) მუხლების არსებობაში. 1 კოდექსში საგადასახადო კოდექსის 301(მ) მუხლის თანახმად, საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. ამავე დროს, თვით საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლი და თვით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი ნაკლებად მკაცრ პირობებს შეიცავენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ გადასახადის გადამხდელს ვერ დაუკავშირდებიან, მისი საჩივარი მაინც იქნება განხილული, თუმცა - მისი დასწრების გარეშე. ანუ, თუ გადასახადის გადამხდელი, ნაცვლად დავის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის გაგრძელებისა, დავას გააგრძელებს პირდაპირ სასამართლოში, ან თუ მას სამინისტროში გააჩნია მფარველები/მეგობრები, მის საჩივარს აღარ დაემუქრება იმის საფრთხე, რომ იგი დარჩეს განუხილველი, ვინაიდან მის მიმართ სამინისტროს მეგობრები გამოიყენებენ 302-ე მუხლის დანაწესს. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ნორმებს წარმოადგენს საკანონმდებლო ანომალიას. შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა დაუშვებელია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, დავის შემდგომი გაგრძელების ორი ალტერნატიული სახელმწიფო ორგანო – (1) დავების განხილვის საბჭო და (2) სასამართლო – სთავაზობდეს საჩივრის განუხილველად დატოვების დიამეტრალურად განსხვავებულ წესებს. მაგალითად, თუ ფინანსთა სამინისტროში „არამეგობარ“ მომჩივანს ვერ დაუკავშირდებიან (მომჩივნის მოძიება შეუძლებელია), მისი საჩივარი აღარ განიხილება და ძალაში რჩება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სკ–ს 301–ე მუხლი). „მეგობარი“ მომჩივნის მიმართ სამინისტროს არსენალშია საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლი, რითაც თუ ფინანსთა სამინისტროში „მეგობარ“ მომჩივანს ვერ დაუკავშირდებიან (მომჩივნის მოძიება შეუძლებელია), მისი საჩივარი მაინც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ მომჩივანის მოძიების შეუძლებლობა წარმოადგენს საკმაოდ ხშირად გავრცელებულ მიზეზს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო განუხილველად ტოვებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოდგენილ საჩივრებს. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია იმ მავნე პრაქტიკით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო წინასწარი შემეცნებით არ იყენებს მომჩივანთან 2 ელ–ფოსტის საშუალებით კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას, იმის მიუხედავად რომ, ელ– ფოსტით მომჩივანთან დაკავშირება წარმოადგენს აღნიშნული საბჭოს ფუნქციონირების საკანონმდებლო დანოზე აღიარებულ ერთ–ერთ პრინციპს, გათვალისწინებულს სკ–ის 302–ე მუხლით:: მუხლი 302. საჩივრის განხილვა 1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში. 2. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. 3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. 4. დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა. 5. საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით. 6. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. 7. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. სასამართლოში კი ანალოგიურ შემთხვევებში, თუ მოსარჩელეს სასამართლო ვეღარ დაუკავშირდება სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, საგადასახადო დავა მაინც იქნება განხილული არსებითად და სარჩელის მიმართ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება. ცალკე მსჯელობის საგანია ის გარემოება, თუ რამდენად არის შინაარსობრივად და ლოგიკურად დატვირთული ფრაზა მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის” ინსტიტუტი უცხოა სასამართლოში არსებული ქცევის წესებისთვის. თუ მომჩივანს სასამართლოში ვერ „იძიებენ“, მის მიმართ ძებნაში ერთვება პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესა, საჯარო შეტყობინების სისტემა და ა.შ. ამ პირობში ნათელია, რომ „მომჩივნის მოძიების შესაძლებლობა“ საკმაოდ არქაულ და უშინაარსო სენტენციას წარმოადგენს. ============================================================================ კანოპროექტის ძირითადი პრინციპები: შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301–ეე მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. 3 ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ადამიანის უფლებების დაცვა; გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვა; სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების უკანონო, დისკრიმინაციული მეთოდების აღმოფხვრა. ბიუროკრატიულ–კორუფციულ– საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და ზოგადად საგადასხადო დავების განხილვის სისტემაში არსებული ფართომასშტაბიანი სისტემური უკანონობის აღმოფხვრა. გადასახადის გადამხდელთა დაცვა დისკრიმინაციული მოპყრობისგან. მართლმსაჯულების სისტემის განთავისუფლება იმ მძიმე ტვირთისგან, რომელიც წარმოიქმნება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ პუნქტის გამოყენებით „უცხო“ პირტა მიმართ, ხოლო „ახლობლების“ მიმართ - საგადასახადო კოდექსის 302ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან (მ) პუნქტის ამოღებით საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვა საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლთან და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან და საგადასახადო დავის შემოსავლების სამსახურიდან დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში მომჩივნის უფლებები თანაბრად და პროპორციულად იქნება დაცული, საგასახადო კოდექსის განთავისუფლდება აშკარად დისკრიმინაციული და კორუფციული ხასიათის დებელებებისგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მიღებული იქნას კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. 4 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვა ლდებულებების აღებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახ დელის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღ ებას გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთანდაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; 5 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებ ა, ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთ ის არსებობის შემთხვევაში; ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი 2) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი ადილ უსმან, პაკისტანის მოქალაქე, პირადი 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ–ნი ჰამზა ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # . დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებო ბის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორი: 6