საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების: ლეილა წიქორიძის, ნინო მაჭარაშვილის, ინგა ქარაიას, ნინო ნიჟარაძის, ზაირა ბერელიძის, თამარ შანიძის, კახაბერ გველესიანის, ქეთევან კორძახიას, რუსან ქიქავას, გიორგი კალანდიას, ქეთევან კინწურაშვილის, თამარ ბელაშვილის და ვანდა მუჯირის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-11469/19; 11/06/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-20615/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20615/19 21-11-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას მოქალაქეების: ლეილა წიქორიძის, ნინო მაჭარაშვილის, ინგა ქარაიას, ნინო ნიჟარაძის, ზაირა ბერელიძის, თამარ შანიძის, კახაბერ გველესიანის, ქეთევან კორძახიას, რუსან ქიქავას, გიორგი კალანდიას, ქეთევან კინწურაშვილის, თამარ ბელაშვილის და ვანდა მუჯირის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის დაკავშირებით (№1-11469/19; 11.06.2019) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება; 3. სხვა დასკვნა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პროექტთან
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20607/19 21-11-2019 დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის 12 ნოემბერს განიხილა მოქალაქეების: ლეილა წიქორიძის, ნინო მაჭარაშვილის, ინგა ქარაიას, ნინო ნიჟარაძის, ზაირა ბერელიძის, თამარ შანიძის, კახაბერ გველესიანის, ქეთევან კორძახიას, რუსან ქიქავას, გიორგი კალანდიას, ქეთევან კინწურაშვილის, თამარ ბელაშვილის და ვანდა მუჯირის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11469/19; 11.06.2019). საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლს დაემატოს „ს“ ქვეპუნქტი და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდეს ანტიკვარიატი“. „ხელოვნების ნიმუშები, საკანონმდებლო საკოლექციო წინადადებით ნივთები და შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, რომლის 191-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2020 თავისუფლდება წლის 1 სექტემბრიდან “საგანმანათლებლო, იმპორტის სამეცნიერო ან გადასახადისგან კულტურული დანიშნულების საკოლექციო ერთეული ან ხელოვნების ნიმუში, რომლის მიმღებია მუზეუმი, გალერეა ან მსგავსი დაწესებულება და რომელიც გასაყიდად არ არის განკუთვნილი“. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მსგავსი შინაარსით მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/ 68353-05-03-2-201906241029 N 05-03/68353 24/06/2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენი 2019 წლის 17 ივნისის N6992/3-43/19 წერილით წარმოდგენილი, საკანონმდებლო წინადადება ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთებისა და ანტიკვარიატის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების საკოლექციო ერთეული ან ხელოვნების ნიმუში, რომლის მიმღებია მუზეუმი, გალერეა ან სხვა მსგავსი დაწესებულება და არ არის განკუთვნილი გასაყიდად. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული დებულება ძალაში შედის 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ლაშა ხუციშვილი მინისტრის მოადგილე