საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-8658/19; 03/05/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-20618/19
21-11-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის
მიერ
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8658/19;
03.05.2019) და თანმხლებ მასალას.
დანართი:
1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე;
2. საკანონმდებლო წინადადება;
3. სხვა დასკვნა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-20611/19
21-11-2019
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019
წლის 12 ნოემბერს განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8658/19; 03.05.2019).
კომიტეტს
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებასთან
დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:
1. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საგადასახადო
კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულ
ცვლილებასთან
დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის
განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი გარდაიცვალა.
წინადადების ავტორის შეფასებით მომჩივნის გარდაცვალების შემთხვევაში მის
მიმართ
ავტომატურად
ძალაში
შედის
შემოსავლების
სამსახურის
საგადასახადო დარიცხვის აქტი და საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო
მემკვიდრეს არ ეძლევა შესაძლო დარიცხვის გასაჩივრების შესაძლებლობა.
გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლით
დარეგულირებულია გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების
შესრულება, კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი
პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ: გარდაცვლილ პირს არ
ჰყავს მემკვიდრე; მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროზე, გარდაცვლილი პირის
საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით
მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი
თანხის ოდენობით. ამასთან, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის
თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება აქვს გააგრძელოს გარდაცვლილი პირის
მიერ დაწყებული საგადასახადო დავა.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლი „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის
განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივნის მოძიება
შეუძლებელია. საკანონმდებლო წინადადების ავტორის პოზიციით დავების
განხილვის საბჭო საკმაოდ ხშირად იყენებს აღნიშნულ ნორმას და
განუხილვევლად ტოვებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებს, ვინაიდან
საბჭო არ იყენებს მომჩივანთან ელ-ფოსტის საშუალებით კომუნიკაციის
დამყარების შესაძლებლობას. საგადასახადო დავის პერიოდში მნიშვნელოვანია
გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია, რაც ხორციელდება საგადასახადო
კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საგადასახადო
ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან
ელექტრონული ფორმით. ამასთან ფინანსთა სამინისტროდან მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში დავების განხილვის
საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე არ განიხილა 3 საჩივარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო
წინადადებასთან დაკავშირებით კომიტეტში წარმოდგენილია წერილი (N0803/51856, 16.05.2019), რომლის თანახმადაც, საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები სამართლებრივად
გამართულია და მისი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება
მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.
ყოველივე
მიზანშეწონილად
შემოთავაზებული
ზემოთაღნიშნულიდან
არ
მიაჩნია
ინიციატივის
გამომდინარე,
საკანონმდებლო
მსგავსი
შინაარსით
საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
კომიტეტს
წინადადებით
მიღება
და
დასკვნა
https://edoc.mof.ge/public/#/
51856-08-03-2-201905161527
N 08-03/51856
16/05/2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
განვიხილეთ თქვენი 2019 წლის 8 მაისის N5415/3-43/19 წერილით გამოგზავნილი
ზურაბ
ვანიშვილის
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
საგადასახადო
მოქალაქე
კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები სამართლებრივად
გამართულია და ჩვენი ინფორმაციით მისი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება
მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
გიორგი თინიკაშვილი
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
იურიდიული დეპარტამენტი
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/
51856-08-03-2-201905161527
N 08-03/51856
16/05/2019
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
განვიხილეთ თქვენი 2019 წლის 8 მაისის N5415/3-43/19 წერილით გამოგზავნილი
ზურაბ
ვანიშვილის
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
საგადასახადო
მოქალაქე
კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები სამართლებრივად
გამართულია და ჩვენი ინფორმაციით მისი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება
მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
გიორგი თინიკაშვილი
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
იურიდიული დეპარტამენტი