საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-11300/19; 10.06.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-20619/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20619/19 21-11-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11300/19; 10.06.2019) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება; 3. სხვა დასკვნა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20612/19 21-11-2019 დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის 12 ნოემბერს განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11300/19; 03.05.2019). კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: 1. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საგადასახადო კოდექსის 301-ე საკანონმდებლო მუხლის „მ“ წინადადების ქვეპუნქტი ამოღებულ ავტორის იქნეს, შეფასებით ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილთან. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლი „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. აღსანიშნავია, მნიშვნელოვანია ხორციელდება გადასახადის საგადასახადო რომ საგადასახადო გადამხდელთან კოდექსის 44-ე დავის პერიოდში კომუნიკაცია, მულის რაც მოთხოვნათა გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-7-10 ნაწილებით რეგულირდება საჩივრის ზეპირ განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. შესაბამისად, არ არსებობს წინააღმდეგობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და 302-ე მუხლის მე-8 ნაწილს შორის. ამასთან ფინანსთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წლის განმავლობაში დავების განხილვის საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ განიხილა 3 საჩივარი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით კომიტეტში წარმოდგენილია წერილი (N0803/73591, 08.07.2019), რომლის თანახმადაც, არ არსებობს წინააღმდეგობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და 302ე მუხლის მე-8 ნაწილს შორის და მათი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური. ყოველივე მიზანშეწონილად შემოთავაზებული ზემოთაღნიშნულიდან არ მიაჩნია ინიციატივის გამომდინარე, საკანონმდებლო მსგავსი შინაარსით საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე კომიტეტს წინადადებით მიღება და
დასკვნა
https://edoc.mof.ge/public/#/ 73591-08-03-2-201907081142 N 08-03/73591 08/07/2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განვიხილეთ თქვენი 2019 წლის 24 ივნისის N7180/3-43/19 წერილი და თანდართული მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებები - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-11300/19; 10.06.2019) და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-11301/19; 10.06.2019). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით გაცნობებთ: მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის ამოღებას, ვინაიდან, მისი განმარტებით, აღნიშნული ქვეპუნქტი წინააღმდეგობაშია ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილთან და ქმნის დისკრიმინაციისა და კორუფციის საფრთხეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. გაცნობებთ, რომ საგადასახადო დავის პროცესში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელთან (მომჩივანთან) კომუნიკაცია, რაც ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, წერილობით ან ელექტრონულად. საგადასახადო საჩივრის განხილვისას დავის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა. ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომჩივნის მონაწილეობის გარეშე საჩივრით ან/და საქმეში არსებული მასალებით ვერ დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და მომჩივნის მოძიება ვერ ხერხდება, დავის განმხილველი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საქმე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ვითარება ქმნის საჩივრის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების ფაქტობრივ საფუძველს, თუმცა გადასახადის გადამხდელს რჩება შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს განუხილველობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-8 ნაწილს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-7-მე-10 ნაწილებით რეგულირდება საჩივრის ზეპირ განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილით განისაზღვრება, რომ საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილით ზუსტდება, რომ მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინააღმდეგობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და 302-ე მუხლის მე-8 ნაწილს შორის და მათი გამოყენება პრაქტიკაში არ არის პრობლემური. ამასთან, გაცნობებთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ განიხილა სამი საჩივარი. გიორგი თინიკაშვილი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იურიდიული დეპარტამენტი
დანართი
;;fu llllllllUllll! !,r j,16osgol, l$jvrto4gq'stu&f,q'5A3fuottbrryrftnb 6sat$u3c6oq,sbr Jltrq.r3656o N:X9TB 2019 fCqn, 10 ogEobo trsCltt o'3C(l('tt &d,q'r0c6oob frmRr0C6dpL 105-9 Aubq(,b aC-a qCffloL t tgUfuCq'tC, t$d!.r,(r'3o()ot, &t6{,rAC60ob 0qC&.r r<raoor: qo6rqxd,t rCr6o'3Cq'cll, i$,q,ra$0oul$8o5rnx'!-l$&,1c0(c0('l J{'6o00OU &6obq'ol, AcrCtqdC WJf,i0 gr6o83rqnb AoCf, $rd6s,(OCfr{rl t$3r6<o6Aq0bqm F,6i(t(-oCDD tD6r<sL$rqx, Jredl$o O3q'q,CbCbol, 0CO,)6oU OCtDbCb" "t,rditr,o6Cq,ot, JJEsEot id,<.rd6orlS ('$!S0dffi,o (N1-113ffi/19; 10.06.2019) qs erArn396oq$ol, orr<rbrtC $6r,b<'rb b$!d,oBCqx'rl, $d,q,!aC6$ob 8o:gf,eilr. lrlCi6qSCq,('tt, Jvtq,la$onb o$ax(xraf,C, hgfx'rl, bbqrfol, o,i601(rf,)d,C 4@{\ my.gov.ge "ჩემი ელექტრონული მთავრობა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041190925031 09.06.2019 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს სათაური: საკანომდებლო წინადადება "საკანონმდებლო" ხაფანგის გა გაუქმების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი # ; 2) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი ადილ უსმან, პაკისტანის მოქალაქე, პირადი 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ– ნი ჰამზა ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი . გთხოვთ, განიხილოთ. ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორი დოკუმენტები: 1 ) საკანონმდებლო წინადადება.docx; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. მობილური: ელფოსტა: RUAT CAELUM FIAT IUSTICIA! ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიაA ZURAB VANISHVILI LAW FIRM, LLC 0186, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 79/159 404870207; მობ.: 5 77 52 99 37; zvani@hotmail.com 09.06.2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო წინადადება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცლილებების შეტანის შესახებ ( საკანონმდებლო „ხაფანგი“-ს - კოდექსის 301(მ) მუხლის გაუქმება) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელი აირჩევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, სასამართლოს მაგივრად, გაასაჩივროს საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, იგი თავს იყენებს დიდი საფრთხის ქვეშ. პრობლემა მდგომარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერები „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის“ შესახებ. 1 მსგავსი ან იდენტური ნორმა არ არსებობს არცერთ სხკა საკანონმდებლო აქტი. ფაქტიურად, „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის“ ინსტიტუტი წარმოადგენს ანაქრონიზმს. ამგვარი დებულება არათუ საქართველოს სხვა კანონში, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის საგადასახადო კოდექსშიც არ არსებობს. ამრიგად, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებისას ნებისმიერი პირი დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ თუ საგადასახადო დავის მიმდინარეობისას დავის განმხილველი ორგანო ჩათვლის, რომ მისი მოძიება შეუძლებელი იყო, საგადასახადო მოთხოვნა მის მიმართ, რაოდენ დაუსაბუთელები და უპერსპექტივოს არ უნდა იყოს იგი, შევა ძალაში. სამწუხაროდ, საერთო სასამართლოებს ამ საკანონმდებლო „ხაფანგის“ მიმართ არ გააჩნია არანაირი პოზიცია ან სასამართლო პრაქტიკა. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, გადასახადის გადამხდელის მოძიების შეუძლეობლობა წარმოადგენს იმდაგვარ ფაქტს, რომლის დადგომა ფაქტიურად შეუძლებელია. გადასახადის გადამხდელი, თუ იგი რეგისტრებულია ამ თუ იმ ქვეყნის გადამხდელთა რეესტრში, აუცილებლად ფიზიკურად არსებობს ქვეყნის ფარგლებში. საპროცესო კანონმდებობისთვის უცხოა აღნიშნული ინსტიტუტი („მომჩივანთან დაკავშირება შეუძლებელია“). იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავის განხილველი ორგანოები და საერთო სასამართლები წარმოადგენენ საგადასახადო დავების განხილვის ერთიანი ეროვნული მექანიზმის შემადგენელ ნაწილებს, მათ საპროცესო წესებს არ შეიძლება გააჩნდეთ მკვეთრი თავისებურებები, რაც რომელიმე მათგანს გახდის უფრო „საშიშს“ გადასახადის გადამხდელთა მიერ დავის წარმოებისას. ასე, მაგალითად, საგადასახადო კოდექსის 301(მ) მუხლის თანახმად, საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლის თანახმად, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია), მისი საჩივარი მაინც იქნება განხილული. „მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის” ინსტიტუტი უცხოა სასამართლოში არსებული ქცევის წესებისთვის. თუ მომჩივანს სასამართლოში ვერ „იძიებენ“, მის ძებნაში ერთვება პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესა, საჯარო შეტყობინების სისტემა და ა.შ. ამ პირობში ნათელია, რომ „მომჩივნის მოძიების შესაძლებლობა“ საკმაოდ არქაულ და უშინაარსო სენტენციას წარმოადგენს. ============================================================================ 2 კანოპროექტის ძირითადი პრინციპები: შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301–ე მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოში გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო და ინვესტორები და ზოგადად გადასახადის გადამხდელები ვეღარ გახდებიან მათი „მოუძიებლობის“ შემთხვევაში, საკანონმდებლო ხაფანგის მსხვერპლნი და მათ მიმართ ამ საბაბით აღარ შევა ძალაში მათ მიმართ გამოცემული დაუსაბუთებელი საგადასახადო მოთხოვნები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან (მ) პუნქტის ამოღებით საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვა საგადასახადო კოდექსის 302(8) მუხლთან და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან, მთლიანად საქართველოს კანონმდებლობსთან და - საგადასახადო დავის შემოსავლების სამსახურიდან დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში მომჩივნის უფლებები თანაბრად და პროპორციულად იქნება დაცული, საგასახადო კოდექსის განთავისუფლდება აშკარად დისკრიმინაციული და კორუფციული ხასიათის დებელებისგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მიღებული იქნას კანონი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლიდან ამოღებული იქნება (მ) პუნქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსებას. 3 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გ ამოყოფის საჭიროებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალ დებულებების აღებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მი მართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდე ლის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებ ას გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთანდაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ექსპერტები,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში 1) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი აჰტშამ ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი ; 2) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი ბ–ნი ადილ უსმან, პაკისტანის მოქალაქე, პირადი ; 3) შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" (ს/ნ 404870207) პარტნიორი და დირექტორი ბ–ნი ჰამზა ულფატ, პაკისტანის მოქალაქე, პირადი . დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობ ის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორი: 5