ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მომართვა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვასა და მიღებამდე, ასევე, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.11.2019
ავტორი
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#2-20519/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ 2-20519/19 20-11-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, გაცნობებთ, რომ ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ - დემოკრატების’’ გადაწყვეტილებით უარს ვაცხადებთ საპარლამენტო საქმიანობაში (როგორც პლენარულ სხდომებში, ასევე საკომიტეტო მოსმენებში) მონაწილეობის მიღებაზე შემდეგი საკითხების დადებითად გადაწყვეტამდე: - მოხდეს ჩვენი ფრაქციის მიერ ინიცირებული პარლამენტის დადგენილების პროექტის ,,საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ’’ განხილვა და მიღება; - დაპირებისამებრ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge