საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01/01/2019 – 30/06/2019)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01/01/2019 – 30/06/2019)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01/01/2019 – 30/06/2019) მიმოხილვა
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01/01/2019 – 30/06/2019) (ეს პროექტი) მიმოხილვა
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-11-29
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-20279/19
15-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების (N290/2; 01.10.2019)
საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, 2019 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე განიხილა სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის
განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01.01.2019 - 30.06.2019).
კომიტეტი დადებითად აფასებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებულ
საქმიანობას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
N გ/744
30/09/2019
744-შ-2-201909301424
საქართველოს პარლამენტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
დანართის სახით წარმოგიდგენთ სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას.
დანართი: 9 ფურცელი.
ლევან სურგულაძე
დირექტორი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს
მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადებითად შეფასდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საპენსიო სააგენტოს მიერ 6 თვის განმავლობაში − 2019 წლის 1 იანვრიდან 2019
წლის 30 ივნისის ჩათვლით განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2019 წლის --- ნოემბერი.
№--- – Iს
არჩილ თალაკვაძე
მიმოხილვა
საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული
საქმიანობის მიმოხილვა
პერიოდი: 1 იანვარი 2019 წელი – 30 ივნისი 2019 წელი
თბილისი
30 სექტემბერი 2019 წ.
წინამდებარე მიმოხილვა მომზადებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად.
1
1. დაგროვებითი საპენსიო სქემის იმპლემენტაცია
2019 წლის 3 იანვარს, საპენსიო სააგენტო გაიხსნა და დაიწყო კანონით გათვალისწინებული
მანდატით, დაგროვებითი საპენსიო სქემის იმპლემენტაცია - კერძოდ, საპენსიო შენატანების მიღება
და ადმინისტრირება. სააგენტოს ყველა ფუნქცია და სისტემები ამუშავდნენ არსებითი შეფერხებების
გარეშე.
2. მოქალაქეთა მომსახურების სივრცის გაფართოება
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 2019 წლის თებერვლიდან, მნიშვნელოვნად
გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა, დაიტვირთა მომსახურების სივრცე, განსაკუთრებით,
ცხელი ხაზი. საპენსიო სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა: კვირაში 7 დღე,
დილის 9 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. აყვანილ იქნა მომსახურების სივრცის და ცხელი ხაზის
დამატებითი თანამშრომლები და საოპერაციო დეპარტამენტმაც შეითავსა ცხელი ხაზის
დამატებითი ფუნქციები.
3. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
2019 წლის პირველი იანვარიდან სააგენტოში შექმნილი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების
ელექტრონული სისტემა და ოფიციალური ვებ-გვერდი, ფუნქციონირებდნენ გამართულად,
არსებითი შეფერხებების გარეშე. საწყის ეტაპზე, საპენსიო სააგენტო სარგებლობდა სსიპ
შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყოფილი სერვერული ინფრასტრუქტურით. რამდენადაც
საზოგადოების მხრიდან აქტიურობა იყო ძალიან მაღალი, თებერვლის შუა რიცხვებში გამოვლინდა
სასერვერო და ციფრული კავშირის რესურსების მნიშვნელოვანი დეფიციტი, რამდენადაც, თვითონ
შემოსავლების სამსახურის რესურსებზე გაიზარდა მოთხოვნა და პრაქტიკულად ვეღარ ხერხდებოდა
სააგენტოსთვის რესურსების გამოყოფა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყოფილი
სერვერული ინფრასტრუქტურა ვეღარ უზრუნველყოფდა სააგენტოს საპენსიო შენატანების
ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის შეუფერხებელ რეჟიმში მუშაობას.
სააგენტომ
გადაუდებელ რეჟიმში, 2 სამუშაო დღის განმავლობაში, დაიქირავა დროებითი სერვერები, მოაწყო
საკუთარი სასერვერო, უზრუნველყო საკუთარი ციფრული კავშირი და ოპერატიულად აღმოფხვრა
შეფერხებები სისტემის მუშაობაში.
პარალელურ რეჟიმში ხდებოდა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის
შემდგომი ოპტიმიზაცია და განახლება. აღმოიფხვრა შემჩნეული ხარვეზები. შემუშავდა და
პროგრამულად დაინერგა შეცდომით ჩარიცხული თანხების კორექტირების ან/და უკან დაბრუნების
ავტომატიზირებული მოდელი.
4. ხელშეკრულებები, ანგარიშები და ელექტრონული სერვისი კომერციულ ბანკებთან
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საპენსიო სააგენტოს მიერ დამატებით რამდენიმე კომერციულ
ბანკში გახსნილ იქნა
ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშები, გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც, ბანკები სააგენტოს
პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით აწვდიან ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე
ჩარიცხვების / გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას, როგორც ყოველი ტრანზაქციის
დასრულებისთანავე, ასევე ჯამურად სამუშაო დღის დასრულების ბოლოს.
2
5. სააგენტოს ანგარიშები და ელექტრონული სერვისი სახელმწიფო ხაზინასთან
შემუშავდა შესაბამისი პროცედურები და აიწყო ელექტრონული კავშირი სახელმწიფო ხაზინასა და
სააგენტოს საპენსიო შენატანების ელექტრონულ სისტემას შორის. გრძელდება ორ უწყებას შორის
თანამშრომლობა ელექტრონული სერვისის შემდგომი დახვეწის და, საჭიროების მიხედვით,
დამატებითი ფუნქციონალების იმპლემენტაციის მიზნით.
6. სერვერების შეძენა დონორი ორგანიზაციის დახმარებით
სააგენტომ, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეიძინა 2 ყველაზე თანამედროვე და
მძლავრი სერვერი და დამატებითი მოწყობილობები და გამართა თანამედროვე, მაღალი წარმადობის
საკუთარი სასერვერო, სარეზერვო ციფრული კავშირით და კვების წყაროებით, რაც უზრუნველყოფს
სააგენტოს საპენსიო შენატანების ელექტრონული სისტემის სწრაფ, შეუფერხებელ და საიმედო
მუშაობას პრაქტიკულად ნებისმიერი შესაძლო დატვირთვის შემთხვევაში. ამჟამად, ელექტრონული
სისტემის ყველა ფუნქციონალი შემოსავლების სამსახურის სერვერებიდან გადმოტანილია
სააგენტოს სერვერებზე, გარდა „Firewall” - ისა, რომლის შეძენა სააგენტომ ვერ შეძლო შესაბამისი
ბიუჯეტის არარსებობის გამო და განაგრძობს შემოსავლების სამსახურის „Firewall” - ით
სარგებლობას.
7. საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა, საშტატო განრიგი, ბიუჯეტი და კადრების
დაკომპლექტება
საპენსიო სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდში შემუშავებულ იქნა საპენსიო სააგენტოს
ორგანიზაციული სტრუქტურა და ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს
მიერ 2019 წლის 17 იანვრის N3 სხდომის ოქმით. ამავე ოქმით, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ
შეთანხმებულ
იქნა
საპენსიო
სააგენტოს
საშტატო
ნუსხა.
სააგენტოში
განხორციელდა
დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამშრომლების კანონით გათვალისწინებული
კონკურსის წესით შერჩევა და დანიშვნა.
8. სააგენტოს შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება
საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა საპენსიო სააგენტოს
შრომის შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი და საპენსიო სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების
წესდებები, რომლებიც დამტკიცებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 3 ივნისის N4
სხდომის ოქმით. ამასთან, ამავე ოქმით შეთანხმებულ იქნა საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხაში
განსახორციელებელი ცვლილები.
9. ბუღალტრების ტრენინგების ორგანიზება და გამართვა სააგენტოში
საპენსიო სააგენტომ დაჩქარებულ რეჟიმში განახორციელა კერძო კომპანიების ბუღალტრების
ტრენინგების
სერია:
თებერვალ-მარტის
თვეებში,
ყოველდღიურად,
საპენსიო
სააგენტოს
მომსახურების სივრცეში მიმდინარეობდა 25-კაციანი ჯგუფების 2-საათიანი ტრენინგები: 2 ჯგუფი
სამუშაო დღის ბოლოს, ხოლო 4 ჯგუფი უქმე დღეებში. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვა
დიდი ქალაქებშიც. სულ თბილისში ჩატარდა 43 ტრენინგი, ხოლო რეგიონებში 17. სულ საპენსიო
სააგენტოს მიერ დაახლოებით 1500 ბუღალტერი დატრენინგდა. საპენსიო სააგენტოს მიერ
გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდა ონლაინ კონსულტაციებს
3
ბუღალტრებისთვის და ფიზიკური პირებისთვის. კონსულტაციებში ასევე ჩართულნი იყვნენ ქოლცენტრი და მომსახურების სივრცის თანამშრომლები.
10. საინფორმაციო კამპანია და კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების
ორგანიზება და გამართვა
სააგენტოს დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა რამოდენიმე საათიანი შეხვედრები გამართეს
მოსახლეობასთან, არასამთავრობო, სამთავრობო, მედიის, კერძო სექტორების წარმომადგენლებთან
და ადგილობრივი აზრის ლიდერებთან საქართველოს დიდ ქალაქებში: გორში, ქუთაისში, ბათუმში,
ზუგდიდში, რუსთავში, თელავში. შეხვედრები გაიმართა თბილისში ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ასოციაციებთან, მოეწყო მედიატური ბორჯომში.
შეიქმნა ინფორმაციული ანიმაციური კლიპი, რომელიც უფასოდ განთავსდა წამყვან სატელევიზიო
არხებზე, მათ შორის, რეგიონებშიც (სოციალური სტატუსით);
იანვარ-ივნისის თვეებში საპენსიო სააგენტო განაგრძობს ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას.
კერძოდ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი და მოადგილეები ხვდებიან სხვადასხვა მსხვილი
ორგანიზაციების თანამშრომლებს, ბიზნეს ასოციაციებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს,
დამსაქმებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ინტერესთა ჯგუფებს. სულ
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 მაშტაბური შეხვედრა. 6 თვის განმავლობაში, სააგენტოს
ხელმძღვანელები სისტემატიურად მიმართავენ მოსახლეობას ტელევიზიისა და რადიოს
საშუალებით და განახორციელეს 140 -ზე მეტი გამოსვლა. ასევე, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის
სიკეთეების შესახებ ონლაინ და ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა 712 პუბლიკაცია. მომზადდა და
გავრცელდა სოციალური მედიით, ტელევიზიით და რადიო სადგურების მეშვეობით 3 ანიმაციური,
3 ვიდეო და 6 აუდიო რგოლი. დამზადდა და ვებგვერდების და სოციალური მედიის საშუალებით
გავრცელდა 10-ზე მეტი საინფორმაციო პოსტერი. განახლდა საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდი და
მასზე ყოველდღიურად ქვეყნდება მიმდინარე სიახლეები და აქტივობები. ბლოგერები აქტიურად
მუშაობდნენ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის
გასაზრდელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებთან და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაციას. საპენსიო სააგენტო იყო გამჭვირვალე და
ინფორმაციულად ხელმისაწვდომი ყველა მედია საშუალებისათვის, ასევე, აწვდიდა ინფორმაციას
ყველა დაინტერესებულ პირს, სტრუქტურას, თუ მოქალაქეს. ტარდებოდა მუშაობა სტუდენტებთან,
რომელთა სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, ხშირ შემთხვევაში ეძღვნებოდა დაგროვებით
საპენსიო რეფორმას და ამ რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებს.
11. „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან
დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა
გაწევრიანების წესი“ -ს შემუშავება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა
დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა
60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასაქმებული,
რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც
არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს
4
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად,
სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაგროვებით საპენსიო სქემაში,
სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს
გაწევრებიდან 3 თვისა.
საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებულ და საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის
N001 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო
შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის
დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესი“, რომელიც დეტალურად განზღვრავს იმ წესებს და
პროცედურებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, სააგენტომ, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან
გასვლის სურვილის მქონე დასაქმებულებმა და მათმა დამსაქმებლებმა.
12. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვა
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები
და ის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ერთ მისამართზე (თბილისი, ნ.ყიფშიძის ქ. N7ბ) მდებარე
ადმინისტრაციულ ოფისში. შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების
მქონე დასაქმებულებს ან მათ წარმომადგენლებს, განურჩევლად იმისა, თუ საქართველოს რომელ
დასახლებულ პუნქტში ცხოვრობენ და საქმიანობენ ისინი, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან
გასვლის სურვილის შემთხვევაში, მოუხდებოდათ თბილისში ჩამოსვლა, საპენსიო სააგენტოსთვის
შესაბამისი წერილობითი განცხადების წარდგენის მიზნით. ერთ ლოკაციაზე წერილობითი
განცხადებებით მიმართვა გამოიწვევდა რიგებს, დისკომფორტს და გაუმართლებელ ხარჯებს
მონაწილეებისთვის, რაც შეაფერხებდა პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვას. საპენსიო
სააგენტომ განიხილა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით
მიზანშეუწონლად ჩათვალა ასეთი განცხადებების ელექტრონული ფორმატით მიღება, რადგანაც
საქმე ეხებოდა შესაბამისი თანხების განკარგვას (უკან დაბრუნებას) და აუცილებლობას
წარმოადგენდა განცხადების წარმომდგენის პირადი იდენტიფიცირება.
საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველი უფლებამოსილი დასაქმებულებისათვის წერილობითი
განცხადებებით მიმართვის შესაძლებლობის გეოგრაფიული გაფართოების აუცილებლობიდან
გამომდინარე, საპენსიო სააგენტომ აწარმოა მოლაპარაკებები სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოსთან, თანამშრომლობის სათანადო ფორმატის განსაზღვრის თაობაზე, რომელსაც
საფუძვლად დაედო საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 17 იანვრის N3 სხდომის
ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური
მომსახურების სააგენტოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააჩნია 69 ტერიტორიული ერთეული
(ორგანო), შესაბამისი ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსით, ამავე სააგენტოს
განცხადებით, იძლევა შესაძლებლობას, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების
შეუფერხებელი შესრულების რეჟიმში, თავისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით,
იმავდროულად მიიღოს დაგროვებით საპენსიო გასვლის თაობაზე წერილობითი განცხადებები და
ხელი შეუწყოს საპენსიო სააგენტოს, კანონით გათვალისწინებული აღნიშნული პროცესის
შეუფერხებელ რეჟიმში წარმართვისათვის. საპენსიო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების
სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო საპენსიო
სააგენტომ შესაბამის 69 ლოკაციაზე ჩაატარა აუცილებელი ტრენინგები.
5
იმავდროულად, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა და
დაინერგა შესაბამისი ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც ხდება საპენსიო სქემიდან გასული
მონაწილეების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შესაბამისი შენატანების და დარიცხული სარგებლის
წყაროსთან დაბრუნება და რომელიც საშუალებას იძლევა თითოეული მონაწილის სქემიდან
გასვლის პროცესი დასრულდეს საშუალოდ 30 წამიდან - 1 წუთამდე დროში.
მონაწილეების გასვლის პროცესი წარიმართა ნორმალურ და მშვიდ რეჟიმში რაიმე შეფერხებების
ან/და რიგების გარეშე.
13. საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვა
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საპენსიო სააგენტო
განახორციელებს საპენსიო შენატანების ინვესტირებას მხოლოდ მას შემდეგ რაც დაინიშნება
საინვესტიციო საბჭო, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და შეიქმნება და დამტკიცდება
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და იმავდროულად შეიქმნება რისკის კონტროლის
სტრუქტურა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, საპენსიო
სააგენტომ აწარმოა მოლაპარაკებები ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან. შედეგად,
ეროვნულ ბანკში გაიხსნა საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები სადაც
გადატანილ იქნა სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს ანგარიშებზე განთავსებული საპენსიო
დანაზოგები, რომლებსაც ერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების
განაკვეთის ტოლი წლიური სარგებელი (წინამდებარე დოკუმენტის თარიღისთვის, 7.5%).
ეროვნული ბანკიდან მიღებული განმარტების საფუძველზე, სააგენტომ კომერციულ ბანკებში
გახსნილ ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებული საპენსიო
დანაზოგები გადაიტანა იმავე ბანკებში გახსნილ ნომინალური მფლობელობის სარგებლიან
მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც ამ დანაზოგებს ერიცხებათ 6%-დან 8.5%-მდე წლიური სარგებელი;
14. საპენსიო ფონდის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისი სისტემა
საპენსიო სააგენტოში შემუშავდა საპენსიო ფონდის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების
(IFRS) შესაბამისი სისტემა და რეპორტების ფორმატები, რომლებიც დაექვემდებარებიან დიდი
ოთხეულიდან ერთერთი აუდიტორული კომპანიის აუდიტს წელიწადში ერთხელ. მიმდინარეობს
სისტემის პროგრამული იმპლემენტაცია, რომლის ინტეგრირებაც განხორციელდება საპენსიო
შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან.
15. დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება
საპენსიო სააგენტოსთვის საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ტენდერის გზით
შეარჩია დიდი ოთხეულიდან ერთერთი აუდიტორული კომპანია - Ernst & Yung, რომელმაც მაისის
ბოლომდე ჩაატარა სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. დასკვნა
განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აუდიტორული კომპანიის აზრით,
„წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით,
სამართლიანად ასახავს „სააგენტოს“ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას
6
ამავე თარიღით დასრულებული პერიოდისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო
სტანდარტების („ფასს“) შესაბამისად. „
16. პროცესების აღწერა და დოკუმენტირება
მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საპენსიო სააგენტოში
დანერგილი პროცესების აღწერის და დოკუმენტირების მიზნით. ასეთი დოკუმენტაცია
აუცილებელია, მათ შორის, საოპერაციო რისკის ფაქტორების გამოსავლენად, ასეთი რისკების
მონიტორინგის, რისკის ხდომილებების აღრიცხვის და საოპერაციო რისკების რაოდენობრივი
შეფასების მიზნებისთვის და ამ რისკების მიტიგაციისთვის.
17. საინფორმაციო უსაფრთხოება
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, შესაბამისმა ექსპერტებმა დეტალურად
შეისწავლეს და გაანალიზეს საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების
შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგინეს შესაბამისი დეტალური
დასკვნა. საპენსიო სააგენტო აგრძელებს მუშაობას თავისი საინფორმაციო სისტემების
უსაფრთხოების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე და
მიზნად ისახავს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესის გავლას.
18. მომსახურების სივრცის და ქოლ-ცენტრის მომსახურების სტანდარტების შემდგომი დახვეწა
საპენსიო სააგენტოში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები მომსახურების სივრცის და ქოლცენტრის პერსონალის ტრენინგის, მომსახურებაში არსებული ხარვეზების აღმოჩენის, აღრიცხვის და
აღმოფხვრის მიზნით. ხორციელდება ყოველდღიური რეპორტინგი. შედეგად, მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი, პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა უპასუხო
შემომავალი ზარების და დაფიქსირებული პრეტენზიების ოდენობა.
19. საპენსიო სააგენტოს რისკების შეფასება, დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და
გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვა და რეკომენდაციები
საპენსიო სააგენტომ და მისმა დირექტორმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაანალიზეს საპენსიო სქემა, შეაფასეს არსებითი რისკები,
შეიმუშავეს ხედვები და რეკომენდაციები დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და
გაუმჯობესებასთან
დაკავშირებით,
რომლებიც
განხილული
და
დამტკიცებული
იქნა
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. კერძოდ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ბაზელის ჯგუფის
რეკომენდაციების და ევროდირექტივის 2013/36/EU (რომლის შესრულებაზე და დანერგვაზე
საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ასოცირების ხელშეკრულებით) 76-ე მუხლის მე-3 და
მე-5 პუნქტების შესაბამისად, საპენსიო სააგენტოში შეიქმნა რისკის კონტროლის სტრუქტურა,
რომლის მმართველობითი ორგანო უნდა იყოს რისკის კომიტეტი. შეიქმნა მთავარი რისკის ოფიცრის
პოზიცია და შესაბამისი რისკის კონტროლის სამსახურის სტრუქტურა.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა საპენსიო სააგენტოს განახლებული
ორგანიზაციული სტრუქტურა, საშტატო ნუსხა და საპენსიო სააგენტოს დებულებაში და
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები,
7
რომლებიც შეითანხმა და დაამტკიცა საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ (სამეთვალყურეო
საბჭოს ოქმი №2 და ოქმი №3).
20. უცხოური გამოცდილების შესწავლა და დონორი ორგანიზაციების დახმარება
მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტაციები საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციების ექსპერტებთან, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, აზიის
განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან.
21. საინვესტიციო საბჭოს წევრების შერჩევა და დამტკიცება
საანგარიშო პერიოდში, კანონის შესაბამისად შეიქმნა საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი
კომისია, რომელმაც შეიმუშავა და შესარჩევი კომისიის 2019 წლის 21 მარტის N1 სხდომის ოქმით
დაამტკიცა საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის წესი და პროცედურები.
ასევე, შეიმუშავა და დაამტკიცა გამოსაქვეყნებელი ვაკანსიის ტექსტი, რომელიც საპენსიო სააგენტომ
გამოაქვეყნა ორ საერთაშორისო გამოცემაში: Financial Times და The Economist და ადგილობრივ
გამოცემაში The Financial.
შესარჩევმა კომისიამ, კონკურსის შედეგად, 2019 წლის 20 მაისის N2 სხდომის ოქმის საფუძველზე
შეარჩია და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს
წევრების კანდიდატურები.
2019 წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი დადგენილებებით (N4754, N4755,
N4756,
N4757, N4758) დაამტკიცა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შემდეგი
შემადგენლობა:
-
ოლივერ რუსო;
-
ტიმო ვიჰერკენტა;
-
მაიკლ რიდლი;
-
ჯან-ფრედერიკ პოლსენი;
-
დავით წიკლაური.
შემდგომში, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ საინვესტიციო საბჭოს
სხდომის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ბატონი ოლივიერ რუსო.
8
22. ინფორმაცია საპენსიო სქემაში გაწევრიანების და ფონდის ღირებულების შესახებ
2019 წლის 1 ივლისის, 9:00 საათის მდგომარეობით:
სულ უნიკალური მონაწილე
კერძო სექტორი
საჯარო სექტორი
825,468
625,948
199,520
სულ უნიკალური გასული
კერძო სექტორი
საჯარო სექტორი
135,424
93,765
41,659
სულ ჩართული კერძო კომპანიები
53,756
სულ ფონდის ღირებულება
მათ შორის დარიცხული სარგებელი
221,142,049
3,140,433
სულ საპენსიო შენატანები და დარიცხული სარგებელი
254,586,598
ფონდის ერთეულის ღირებულება
10.2203
2019 წლის 30 სექტემბრის, 9:00 საათის მდგომარეობით:
სულ უნიკალური მონაწილე
კერძო სექტორი
საჯარო სექტორი
896,526
686,374
210,152
სულ უნიკალური გასული
კერძო სექტორი
საჯარო სექტორი
161,353
119,269
42,084
სულ ჩართული კერძო კომპანიები
58,029
სულ ფონდის ღირებულება
მათ შორის დარიცხული სარგებელი
351,057,178
7,964,350
სულ საპენსიო შენატანები და დარიცხული სარგებელი
387,625,184
ფონდის ერთეულის ღირებულება
10.3921
9