„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-20532/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის N5187-Iს დადგენილების შესაბამისად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-11-26

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20532/19 20-11-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის N5187-Iს დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, საჯარო სამართლის იურდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის წევრი ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „KPMG Georgia”. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 156 000 ლარით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საპენსიო სააგენტომ. 4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან (გარე აუდიტორთან) – შპს „KPMG Georgia”-სთან გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე