„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 130-ე მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ
კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები (გარდა დივიდენდებისა „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
შეახებ“
საქართველოს
კანონის
მე-6
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ
იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის
მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები (გარდა დივიდენდებისა „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ
დაიბეგროს და არ მოხდეს დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში
ჩართვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში
სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სარგებლიანობის, სოფლის მეურნეობაში კაპიტალისა და
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების ზრდა, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისა და, ზოგადად, კოოპერაციული სისტემის ჩამოყალიბების
ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება დარგის განვითარებაში თანამედროვე
სტანდარტებისა
და
ტექნოლოგიების
დანერგვაზე,
მაღალი
ღირებულების
სოფლის
მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და ამ პროდუქციის კონკურენტუნარიანობის
ამაღლებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
თანახმად,
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობის
სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება,
შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია. ამასთან,
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად, ამ საქმიანობასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობა, რაც დაკავშირებულია
კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან
და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე,
კანონპროექტით ცვლილება შედის 130-ე მუხლში და 41 ნაწილი ყალიბდება ახალი
რედაქციით,
რომლის
შესაბამისად
2023
წლის
1
იანვრამდე
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები (გარდა
დივიდენდებისა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან)
გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ
შემოსავალში არ ჩაირთვება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტის პირველი მუხლი უნდა ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, აღნიშნული
კანონპროექტი არის თანმხლები კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტისა, რომელზეც თავის მხრივ მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა და
მიღება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული იქნა „მიწის
მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც 2020 წლის პირველი
იანვრიდან
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი
მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. „სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეორგანიზებას საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტოდ. შესაბამისად, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში სსიპ - სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების განვითარების სააგენტო გათვალისწინებული არ არის და ასახულია
მხოლოდ სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ 2019 წლის 31 დეკემბრამდე ვერ მოესწრო
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება, სამინისტრო დადგება ფაქტის წინაშე,
რომ 2020 წლიდან სამინისტროს სისტემაში იქნება როგორც სსიპ - სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების განვითარების სააგენტო (რომლის დაფინანსებაც 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის), ასევე
სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (რომელიც შექმნილია „მიწის
მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მდგრადი
მართვის
შესახებ“
საქართველოს
კანონით).
შესაბამისად,
საჭიროა
რომ
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს და მიიღოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კოოპერატივის წევრის
მიერ
მიღებული
დივიდენდი
კოოპერატივის
იმ
საქმიანობიდან,
რომელიც
არაა
დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან (სოფლის მეურნეობის პროდუქტების
წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა
ან/და რეალიზაცია) დაიბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მოცულობა
დამოკიდებული იქნება იმაზე თუ კოოპერატივი რა სხვა საქმიანობას დაიწყებს და
შესაბამისად ამ საქმიანობიდან რა ოდენობის დივიდენდს მიიღებს კოოპერატივის წევრი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კოოპერატივებს სხვა საქმიანობის უფლება არ აქვთ გარდა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გარკვეულ დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
დაიწყებს სხვა საქმიანობას ამ კოოპერატივის წევრი მიიღებს დამატებით დივიდენდს.
მისაღები დივიდენდის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა სახის სხვა საქმიანობას
დაიწყებს კოოპერატივი და როგორი იქნება ამ სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
სხვა საქმიანობის
შესაბამისად.
შედეგად
მიღებული
დივიდენდი
დაიბეგრება
კანონმდებლობის
ამჟამად რეგისტრირებულია 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მათ
შორის: 949 კოოპერატივში არის 20 მეპაიე, 55 კოოპერატივში არის 21-დან 50-მდე მეპაიე და 14
კოოპერატივში არის 50-ზე მეტი მეპაიე, ხოლო მობილიზებული კაპიტალის მიხედვით კი
არის: 316 კოოპერატივი 500 ლარამდე, 240 კოოპერატივი 5000 ლარამდე და 462 კოოპერატივი
5000 ლარზე მეტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.