„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.11.2019
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/421/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.‘‘. 2. 141 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილებების შესაბამის განმახორციელებელ უწყებებში ოპტიმალურ გადანაწილებას ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 10/10/2019 წლის N487 დადგენილებით განხორციელდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება, რის ბაზაზეც 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე მას შეუერთდა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისა და მოსახლეობის დასაქმების (მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 18/10/2019 წლის N5204-Iს მიღებულ იქნა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზაციის გზით უერთდება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ზემოაღნიშნულთან ერთად, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, დაგეგმილია სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობისა და მზრუნველობის კომპონენტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გადატანა, რომელსაც ასევე შეეცვლება სახელწოდება და ჩამოყალიბდება სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდ. აღნიშნული სააგენტო, გარდა იმისა, რომ კვლავ იქნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფუნქციების შესრულებაზე კომპეტენტური დაწესებულება, ამავდროულად, პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განხორციელებაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალში მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო. როგორც აღინიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ იქნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ამდენად, საჭიროა, რომ ზემოხსენებულ ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დასახელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შესაბამისად, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ ექნება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ფაქტზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება, რამდენადაც მისი კომპეტენციები აღარ უკავშირდება მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, იცვლება კანონის 91 და 141 მუხლები და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ იქნება გათვალისწინებული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული თარიღი დაკავშირებულია სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების პროცესთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტი (საკანონმდებლო პაკეტთან ერთად) მიღებულ უნდა იქნეს 2020 წლის საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, რამდენადაც, ცვლილებების ამოქმედება უკავშირდება საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს და შესაბამისად, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა დასრულდეს როგორც ცვლილებების მიღების, აგრეთვე სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ნაცვლად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით შეადგენს 37, 400 ათას ლარს. იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდნეობა შემცირდება 334 ერთეულით, რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად, დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბიუჯეტი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებით დასაქმებული პირების შემცირებას, არც შესაბამისი ბენეფიციარი პირები მიმართ არ ახდენს რაიმე ფინანსურ გავლენას, რამდენადაც იცვლება მხოლოდ მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ნაცვლად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით შეადგენს 37, 400 ათას ლარს. იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდნეობა შემცირდება 334 ერთეულით, რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად, დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბიუჯეტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გადასახადის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.