„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
29.06.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები
1.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მუშაობის სფეროში:
ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და
ამბულატორიებში სოციალური მუშაკების საჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს
სოციალური მუშაობის ჩატარების წესს;
ბ) ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით
ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების
შემუშავებაზე;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო , როგორც მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაობის სფეროში:
ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის
ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე4 კარის თანახმად,
„ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“
საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის
ფუნქციებს;
გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს
შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას;
დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვანთა ან მხარდაჭერის
მიმღებთა კანონიერ ინტერესებს;
ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მისთვის
მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ
მომსახურებებთან;
ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის,
შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მიმართვიანობის პროცედურებს;
ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში;
თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების
მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს და ხანდაზმულებს;
კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს
(სოციალურ მუშაკებს);
ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/და ოჯახის
სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.‘‘.
2. 55 - ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 56 -ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სოციალური მუშაობის ჩატარება არის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული
უფლებამოსილება,
რომლის
განხორციელებაზე
დარგობრივ
ზედამხედველობას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.“.
4. 64-ე მუხლის მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს, 2021 წლის 1 იანვრისთვის, უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ
შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.
6.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრომ, 2021 წლის 1 იანვრამდე, უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების
გამოცემა:
ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის
დანერგვის შესახებ;
გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების
დადგენის შესახებ.
7.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების
გამოცემა:
ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის
შესახებ;
ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის
ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ.
8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების
საფუძველზე, 2021 წლის 1 იანვრამდე, უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის
მიღება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში
მიმდინარეობს
რეორგანიზაციის
პროცესი,
რომელიც
მოიცავს
საქართველოს
კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილებების შესაბამის განმახორციელებელ
უწყებებში ოპტიმალურ გადანაწილებას ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. კერძოდ,
საქართველოს მთავრობის 10/10/2019 წლის N487 დადგენილებით განხორციელდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების
გაერთიანება, რის ბაზაზეც 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; იძულებით გადაადგილებულ პირებსა
და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი
მართვის მიზნით შეიქმნა სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების
სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და
უფლებამოსილებები, აგრეთვე მას შეუერთდა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტო; გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკის განხორციელებისა და მოსახლეობის დასაქმების (მათ შორის, ცირკულარული
შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, შრომისა და
დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. აგრეთვე,
საქართველოს მთავრობის
ინიციატივით, 18/10/2019 წლის N5204-Iს მიღებულ იქნა ცვლილებები საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზაციის გზით უერთდება სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
ზემოაღნიშნულთან ერთად, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, დაგეგმილია სსიპ
- სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობისა და მზრუნველობის კომპონენტის
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდში გადატანა, რომელსაც ასევე შეეცვლება სახელწოდება და ჩამოყალიბდება სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოდ. აღნიშნული სააგენტო, გარდა იმისა, რომ კვლავ იქნება ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფუნქციების
შესრულებაზე კომპეტენტური დაწესებულება, ამავდროულად, პასუხისმგებელი იქნება
ქვეყანაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განხორციელებაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს, ფუნქციები. როგორც აღინიშნა, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სსიპ - სოციალური მომსახურების
სააგენტო აღარ არის მოაზრებული, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
ამდენად, საჭიროა, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში სსიპ - სოციალური
მომსახურების სააგენტოს ნაცვლად დაიწეროს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შესაბამისად, სსიპ - სოციალური მომსახურების
კომპეტენციები აღარ უკავშირდება მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციას.
სააგენტოს
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, იცვლება კანონის 51 მუხლი, სადაც,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, იმ სამსახურების კომპეტენციების, რომელთაც აქვთ
უფლებამოსილებები სოციალურ მუშაობის მიმართულებით, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ იქნება გათვალისწინებული.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში არსებული გარკვეული ტექნიკური
ხარვეზების გასწორებას, რაც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
დასახელებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული თარიღი
დაკავშირებულია სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების
პროცესთან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი კანონპროექტი (საკანონმდებლო პაკეტთან ერთად) მიღებულ უნდა იქნეს
2020 წლის საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, რამდენადაც, ცვლილებების ამოქმედება
უკავშირდება საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს და შესაბამისად,
მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა დასრულდეს როგორც ცვლილებების
მიღების, აგრეთვე სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ „სოციალური მომსახურების
სააგენტოს“ ნაცვლად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით შეადგენს 37, 400 ათას ლარს.
იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის
ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდნეობა შემცირდება 334 ერთეულით,
რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად,
დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს“ ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ „სოციალური მომსახურების
სააგენტოს“ ნაცვლად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით შეადგენს 37, 400 ათას ლარს.
იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის
ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდნეობა შემცირდება 334 ერთეულით,
რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად,
დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს“ ბიუჯეტი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ „სოციალური მომსახურების
სააგენტოს“ ნაცვლად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით შეადგენს 37, 400 ათას ლარს.
იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის
ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდნეობა შემცირდება 334 ერთეულით,
რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად,
დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს“ ბიუჯეტი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებით დასაქმებული პირების
შემცირებას, არც შესაბამისი ბენეფიციარი პირები მიმართ არ ახდენს რაიმე ფინანსურ
გავლენას, რამდენადაც იცვლება მხოლოდ მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ „სოციალური მომსახურების
სააგენტოს“ ნაცვლად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“. მოცემული პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით შეადგენს 37, 400 ათას ლარს.
იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის
ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდნეობა შემცირდება 334 ერთეულით,
რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად,
დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს“ ბიუჯეტი.
გარდა ამისა, გამომდინარე იქიდნ, რომ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო და
არც ახალი სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო არ ახორციელებენ ფასიან სერვისებს, გამომდიანრე აქედან,
კანონპროექტს არ ექნება გავლენა აღნიშნული სიპების მომსახურების მიმღებ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
გადასახადის,
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.