„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.11.2019
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/421/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.‘‘. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის შესრულების მიზნით: ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აქტი; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ დებულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. . გ) სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ 2020 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილებების შესაბამის განმახორციელებელ უწყებებში ოპტიმალურ გადანაწილებას ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 10/10/2019 წლის N487 დადგენილებით განხორციელდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება, რის ბაზაზეც 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე მას შეუერთდა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისა და მოსახლეობის დასაქმების (მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 18/10/2019 წლის N5204-Iს მიღებულ იქნა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზაციის გზით უერთდება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩაითვალა, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართალის იურიდიული პირების დაფუძნებისათვის შემოღებული იქნეს ერთიანი მიდგომა - კერძოდ, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, დებულების დამტკიცებასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას უზრუნველყოფს მინისტრი, ხოლო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ დღეს არსებული დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს არამხოლოდ სამეცდიცინო-სოციალური ექსპერტიზის, არამედ, სამედიცინო, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რევიზიას და ა.შ. რაც გარკვეულწილად არ შეესაბანება „სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელი მიზნები და ამოცანები დადგინდეს დაფუძნების აქტით და არა ერთი კონკრეტული კანონით „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულმა ცვლილებამ არ უნდა შეაფერხოს რაიმე სახით სსიპ-ის ფუნქციონირება, რისთვისაც კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ჩანაწერებს, რათა დაფუძნების აქტის ცვლილებამ არ მოახდინოს გავლენა სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ უწყვეტი ფუნქციონირების პროცესზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართალის იურიდიული პირების დაფუძნებისათვის შემოღებული იქნება ერთიანი მიდგომა - კერძოდ, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, დებულების დამტკიცებასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას უზრუნველყოფს მინისტრი, ხოლო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართალის იურიდიული პირების დაფუძნებისათვის შემოღებული იქნება ერთიანი მიდგომა - კერძოდ, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, დებულების დამტკიცებასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას უზრუნველყოფს მინისტრი, ხოლო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, ხელახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 9 მუხლის პირველი პუნქტი, შედეგად, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართალის იურიდიული პირების დაფუძნებისათვის შემოღებული იქნება ერთიანი მიდგომა - კერძოდ, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, დებულების დამტკიცებასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას უზრუნველყოფს მინისტრი, ხოლო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასთან. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება 2019 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან. ამოქმედების აღნიშნული განსხვავებული ვადები განპირობებულია იმ განსახორციელებელი ღონისძიებების გატარების საჭიროებით, რომლებიც მოცემულია კანონპროექტის მე-2 მუხლში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტი (საკანონმდებლო პაკეტთან ერთად) მიღებულ უნდა იქნეს 2020 წლის საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, რამდენადაც, ცვლილებების ამოქმედება უკავშირდება საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს და შესაბამისად, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა დასრულდეს როგორც ცვლილებების მიღების, აგრეთვე სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას, რამეთუ მოცემული კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ დაფუძნების აქტის ცვლილებას და გავლენას არ ახდენს არც მისი დაფინანსების წყაროს, არც შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებზე. შესაბამისად, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო კვლავ რჩება საბიუჯეტო ორგანიზაციად. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს, რამეთუ მოცემული კანონპროექტის მიზანია, მხოლოდ დაფუძნების აქტის დონის განსაზღვრა (ცვლილება), რაც ორგანიზაციულ-ტექნიკური ნაწილია და არ უკავშირდება დაფინანსების წყაროს, არც შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გადასახადის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.