„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.11.2019
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/421/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; აგრეთვე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნითა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი საზოგადოებაში ქვეყნების მათი დამკვიდრების მთავრობებისათვის განათლების, ხელშეწყობა; საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;‘‘. მიმართ აღმოფხვრაში სახელმწიფო მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილებების შესაბამის განმახორციელებელ უწყებებში ოპტიმალურ საქართველოს გადანაწილებას ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მთავრობის 10/10/2019 წლის N487 დადგენილებით კერძოდ, განხორციელდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება, რის ბაზაზეც 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე მას შეუერთდა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისა და მოსახლეობის დასაქმების (მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც გადაეცა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 18/10/2019 წლის N5204-Iს მიღებულ იქნა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზაციის გზით უერთდება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ზემოაღნიშნულთან ერთად, საყურადღებოა, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების ფუნქცია-მოვალეობები გამიჯნულია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის კუთხით. შესაბამისად, ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, და განსახლებისა ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნითა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებით ითვალისწინებდა გრანტების გაცემას, რაც შეუსაბამობაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციებთან. უპრიანია მისი გაცემა უზრუნველყოფილ იქნეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემას, ამდენად მიზანშეწონილია გრანტების ფორმით დახმარების შესაძლებლობების გაფართოვება განხორციელდეს დასაქმების მიმართულებითაც, რაც უზრუნველყოფს დევნილების მსგავს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს (მაგ. სოციალურად დაუცველი ოჯახებს) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაჩენას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „გრანტების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებით და მათ მიერ გრანტების გაცემის შესაძლებლობას საზღვრავს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამდენად, მოცემულ ეტაპზე, საჭიროა, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონმა დაადგინოს შესაძლებლობა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნითა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებითა და აგრეთვე, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს სისტემაში მოქმედ იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რომელთაც ექნებათ ამ მხრივ ფუნქციები და კომპეტენციები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელსაც ექნება კომპეტენციები საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნითა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებით და მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, ექნებათ ამავე შინაარსის გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, ხელახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება კომპეტენციები საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნითა და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებით, ექნება ამავე შინაარსის გრანტების გაცემის შესაძლებლობა. აგრეთვე, კანონპროექტის მიხედვით, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დებულებით განსაზღვრული აქვს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტი (საკანონმდებლო პაკეტთან ერთად) მიღებულ უნდა იქნეს 2020 წლის საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, რამდენადაც, ცვლილებების ამოქმედება უკავშირდება საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს და შესაბამისად, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა დასრულდეს როგორც ცვლილებების მიღების, აგრეთვე სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მდგომარეობით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, სამინისტრო, როგორც ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე ახორციელებს საგრანტო პროექტებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის (პროგრამული კოდი: 27 06 01, ბიუჯეტი 650 000) და საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის (პროგრამული კოდი 27 06 04: ბიუჯეტი - 85 000) კუთხით, რომლის გაგრძელებასაც სამინისტროს მოწყობის პრინციპის გათვალისწინებით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.რაც შეეხება გრანტების გაცემას დასაქმების მიმართულებით, მოცემულ ეტაპზე კანონპროექტი ქმნის დისკრეციას - შესაძლებლობას დასაქმების პროგრამის განმახორციელებლი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რათა, ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს დასაქმების მიართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს დევნილების მსგავს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს (მაგ. სოციალურად დაუცველი ოჯახებს) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაჩენას. ამდენად, მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას დასაქმების გრანტების მიმართულებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სამინისტროს ნაცვლად საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის (პროგრამული კოდი: 27 06 01, ბიუჯეტი 650 000) და საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის (პროგრამული კოდი 27 06 04: ბიუჯეტი - 85 000) პროგრამის განმახორციელებელი სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრება სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. რაც შეეხება გრანტების გაცემას დასაქმების მიმართულებით, მოცემულ ეტაპზე კანონპროექტი ქმნის დისკრეციას განმახორციელებლი საჯარო სამართლის შესაძლებლობას დასაქმების პროგრამის იურიდიული პირისათვის, რათა, ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს დასაქმების მიართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს დევნილების მსგავს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს (მაგ. სოციალურად დაუცველი ოჯახებს) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაჩენას. ამდენად, მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დასაქმების გრანტების მიმართულებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მდგომარეობით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, სამინისტრო, როგორც ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე ახორციელებს საგრანტო პროექტებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის (პროგრამული კოდი: 27 06 01, ბიუჯეტი 650 000) და საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის (პროგრამული კოდი 27 06 04: ბიუჯეტი - 85 000) კუთხით, რომლის გაგრძელებასაც სამინისტროს მოწყობის პრინციპის გათვალისწინებით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.რაც შეეხება გრანტების გაცემას დასაქმების მიმართულებით, მოცემულ ეტაპზე კანონპროექტი ქმნის დისკრეციას - შესაძლებლობას დასაქმების პროგრამის განმახორციელებლი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რათა, ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს დასაქმების მიართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს დევნილების მსგავს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს (მაგ. სოციალურად დაუცველი ოჯახებს) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაჩენას. ამდენად, მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, დასაქმების გრანტების მიმართულებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემის ნაწილში კანონპროექტი არ იწვევს განსხვავებულ ფინანსურ შედეგებს. ამასთან, ჩნდება გრანტების ფორმით დახმარების ფორმით გავრცელების შესაძლებლობა, სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებითაც, რაც უზრუნველყოფს დევნილების მსგავს სოციალურად მოწყვლად სხვა ჯგუფებზე (მაგ. სოციალურად დაუცველი ოჯახებს) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შექმნას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გადასახადის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.