საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი წერეთლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/308; 18/03/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით თვით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-20760/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-25
ბიუროს ნომერი 307

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20760/19 25-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი წერეთელმა საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-20749/19, 25.11.2019), რომ ესაჭიროება დამატებითი დრო კონსულტაციებისათვის და ითხოვს ორი თვით განხილვის ვადის გაგრძელებას მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/308, 18.03.2019). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი თვით. დანართი: წერილი 1 ფურცელზე პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ფრაქცია „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2-20749/19 25-11-2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, მოგმართავთ, ორი თვის ვადით, გადადებულ იქნას ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/308; 18.03.2019) განხილვები, ვინაიდან პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge