ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინფორმაცია: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიდან გამოწვევისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში წარდგენის შესახებ; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენის შესახებ; გ) საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან გამოწვევისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენის შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.11.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-20785/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-26
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-20785/19 25-11-2019 პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ნინო წილოსანი გამოიწვია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიდან და კუთვნილი კვოტით გააწევრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ირაკლი ბერაია კუთვნილი კვოტით გააწევრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, დავით სონღულაშვილი გამოიწვია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან და გააწევრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში. გთხოვთ აღნიშნული მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge