საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-16616/19; 09/09/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-28
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-20901/19
26-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს
ქალბატონ თამარ ჟვანიას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით
წარმოდგენილ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-16616/19 | 09.09.2019)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით
წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ
კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ”.
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით ორგანულ კანონში ცვლილებების
პროექტის მომზადება განპირობებულია საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწის, მასში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გამარტივების
მიზნით. წარმოდგენილი წინადადების თანახმად:
საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა აღარ მოხდება პირდაპირი წესით,
შესაბამისად, აღარ არსებობს ჩანაწერი ამ არჩევნების კვირა დღეს გამართვის შესახებ, რაც
ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტში;
განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრი ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე,
კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში;
საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების,
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის,
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და
საარჩევნო
სუბიექტთა
წარმომადგენლების
ანაზღაურება
არ
დაექვემდებარება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო
შენატანების გადახდას.
ცესკოს უფლებამოსილებებში გაიწერება ელექტრონული საშუალებებით საარჩევნო
სუბიექტების,
დამკვირვებელი
მასობრივი
ორგანიზაციების/დამკვირვებლების,
ინფორმაციის
რეგისტრაციის/აკრედიტაციის,
საშუალებების
შესაბამისი
მედიის
და
წარმომადგენელთა
პოლიტიკური
პარტიების/საარჩევნო
სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა
და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის წესი და პირობები;
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისათვის
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად
საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით
უზრუნველყოფის წესი აღარ იქნება განკუთვნილი მხოლოდ საარჩევნო/სარეფერენდუმო
პერიოდისათვის;
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების მოწვეული პირველი
სხდომების დღის წესრიგს განსაზღვრავს ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო ქვეყნის
ფარგლებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დღის
წესრიგს - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბანი შეიქმნება არანაკლებ 50 ამომრჩევლისათვის,
ნაცვლად არანაკლებ 20 ამომრჩევლისა;
მკაფიოდ განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დამხმარე
და ტექნიკური პერსონალის (გარდა ბუღალტრისა) დაქირავების ვადა - არჩევნების
დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე პერიოდის ნაცვლად განისაზღვრება საარჩევნო
პერიოდით;
თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია არ გამოიყენებს ამ უფლებას,
ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტია არ გამოიყენებს ამ
უფლებას, ასეთ შემთხვევაში, პარტია დაკარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის
ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში;
საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის
განკუთვნილი, დაზუსტებული ვერსიები გადაეცემათ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12
საათისა;
იმ ამომრჩეველთა სიის გადაცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის,
რომლებიც
კენჭისყრის
დღეს
ადმინისტრაციულ
პატიმრობაში
იმყოფებიან,
განხორციელდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა, ნაცვლად კენჭისყრამდე
4 დღისა;
აიკრძალება
პრესისა
და
მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალებების
წარმომადგენლების იმავდროულად ადგილობრივ დამკვირვებლებად დანიშვნა;
საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ
კონკრეტული
პირის
წარდგენისას,
განცხადებაში
აღარ
იქნება
სავალდებულო
წარმომადგენლის დაბადების წლის მითითება. ასევე განისაზღვრება, რომ საარჩევნო
სუბიექტს წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვს ნებისმიერ დროს, გარდა
კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა;
დაფინანსების
მქონე
საარჩევნო
სუბიექტს
ნებისმიერ
შემთხვევაში
ექნება
წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ
ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნაცვლად მხოლოდ იმ შემთხვევისა, თუ
პოლიტიკური პარტია არ დანიშნავდა წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ
მოხდებოდა თანხის სრულად ათვისება, ხოლო დაფინანსების მქონე იმ სუბიექტებზე კი,
რომელნიც აღარ მონაწილეობენ შესაბამისი არჩევნების მეორე ტურში, ხსენებული
მოთხოვნები გავრცელდება შესაბამისი არჩევნების პირველი ტურის შედეგების
შეჯამებიდან;
ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში, შესაბამისი რეგულაციები გავრცელდება არჩევნების
დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის
დღის ჩათვლით, ნაცვლად არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დროის
შუალედისა;
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ნაცვლად შესაბამისი ცნობის
გამოქვეყნებისა, ცესკო თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო
შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში აღარ
იქნება სავალდებულო წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლების მითითება;
გაკეთდება მკაფიო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის ორგანოთა
არჩევნებისას, პარტიული სიებისა და კანდიდატების საბუთების წარდგენა უნდა მოხდეს
მხოლოდ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის;
საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს სხვა ტექნიკური ხარვეზებისა და
ნორმათა კოლიზიის აღმოფხვრას კანონმდებლობაში, იხვეწება და ზუსტდება ცალკეული
პროცედურები.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტს ასევე თან ახლავს
განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, ორგანული კანონის მიღება არ გამოიწვევს
მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების
შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას კომიტეტმა მიიჩნია, რომ
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები ხელს შეუწყობს საარჩევნო
კოდექსის ნორმების დახვეწას, მასში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და ცალკეული
საარჩევნო პროცედურების გამარტივებას. ამასთანავე, კომიტეტისთვის ნათელია, რომ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები გამომდინარეობს
საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკაში არსებული ხარვეზებიდან და მისი მიღებით ხელი
შეეწყობა როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების
გამართულად ფუნქციონირებას.
წინადადებაზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
დადგინდებოდა
არ
არის
ორგანული
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
უარყოფითი
პოზიცია,
გათვალისწინებული
რომლითაც
ცვლილებების
უარყოფითი გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე, რა შემთხვევაშიც საჭირო იქნებოდა
საქართველოს მთავრობის თანხმობა.
კომიტეტმა წინადადების განხილვისას ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კოდექსის
პროექტით წარმოდგენილ საკითხზე, რომლის თანახმადაც, საარჩევნო პერიოდში ამავე
პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, სსიპ საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო
კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების
ანაზღაურება არ დაექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკანონმდებლო
წინადადება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-16616/19; 09.09.2019) უკვე
განიხილა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების კანონში ასახვა გამოიწვევს
მსგავს ვითარებაში მყოფი, სხვა სფეროებში არსებული დამსაქმებლის დისკრიმინაციულ
მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც შეამცირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მიმართ
კმაყოფილების დონეს საზოგადოებაში. მსგავსი გამონაკლისის დაშვება კი გაზრდის იმის
ალბათობას, რომ ადამიანი ხანდაზმულობას მცირე ოდენობის საპენსიო დანაზოგით შეხვდეს,
და შესაბამისად, გაიზარდოს ხანდაზმულებში სიღარიბის რისკი.
ამავე საკითხთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილია სსიპ „საპენსიო სააგენტოს“ 2019 წლის
1 ოქტომბრის Nგ/757 წერილი, რომლის თანახმადაც, საპენსიო სააგენტო არ მიიჩნევს
მართებულად, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით
წარმოდგენილი ცვლილებების შეტანას კანონში.
შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ წინადადებით წარმოდგენილი ორგანული კანონის
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მხარდაჭერილი უნდა იქნეს, ხოლო, ამავე
პროექტით წარმოდგენილი ცვლილება დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით, დამატებით
უნდა იქნას განხილული ამ ორგანული კანონის პროექტის ინიციირებამდე ან მისი პირველი
მოსმენით განხილვის დროს.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით
წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ
კანონში
,,საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი”
ცვლილებების
შეტანის
შესახებ”,
ზემოაღნიშნული დათქმის გათვალისწინებით ცნო მიღებულად და მიზანშეწონილად მიიჩნია
მისი ინიციირება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი