„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
1
საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს ცვლილება და 7 მუხლის
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2022 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული
სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი,
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტის
ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „რეგულირების საფასურის შესახებ“
საქართველოს კანონის გარდამავალი დებულება (მე-71 მუხლის მე-3 პუნქტი), რომლის
მიხედვითაც სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული
რეგულირების საფასურის ნაწილი მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს
ანგარიშზე (მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნისთვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად)
მოქმედებს 2020 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნული დანაწესის მიზანი იყო სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოს, როგორც მარეგულირებელი ორგანოს (ბუნებრივი რესურსების
რეგულირება, გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) ფინანსური დამოუკიდებლობის, ასევე მისი
მარეგულირებელი საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა. თუმცა აღსანიშნავია, რომ
კანონით განსაზღვრულ პერიოდამდე - 2020 წლის პირველ იანვრამდე, ვერ გამოინახა სხვა
დამატებითი ფინანსური წყაროები სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბიუჯეტის
ფორმირებისთვის
და
აქედან
გამომდინარე,
მისი
საქმიანობის
ფინანსური
უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად იმისთვის, რომ აღნიშნულმა უწყებამ, 2020-2021 წლებშიც
სრულფასოვნად
განაგრძოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილებების/ფუნქციების განხორციელება, კვლავ საჭიროა მის ბიუჯეტის ფორმირება
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურიდან. ამავე
საკითხთან დაკავშირებით აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
დეკემბრის N565 დადგენილებით („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის
ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შეიქმნა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელიც
ჩაითვალა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და
ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ
შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების
საფასურს, რამაც თავისთავად განაპირობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს
ბიუჯეტის შემცირება, ვინაიდან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების
ძირითად წყაროს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან დაკავშირებით
მიღებული შემოსავლები (მათ შორის, რეგულირების საფასური).
მხედველობაშია მისაღები, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში
წარმოადგენს ერთადერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის კომპეტენციაც მოიცავს
საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური
პროცესებისა და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა,
ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნას და მათი
ფუნქციონირების უზრუნველყოფას; საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის,
ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური,
ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ძუძუმწოვრების კვლევასა და
მონიტორინგს; საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და შიგა წყალსატევების თევზების
მარაგების შეფასებას და კვოტების განსაზღვრას და ა.შ. ხოლო, აღნიშნული უფლებამოსილების
ეფექტურად, უწყვეტად განხორციელებას განაპირობებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს
შესაბამისი, სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება, რაც შესაძლებელი იქნება
მხოლოდ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შედეგად.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ სსიპ გარემოს
ეროვნულმა სააგენტომ, 2020-2021 წლებში, შეძლოს გამართული ფუნქციონირება და
კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვანი შესრულება, სააგენტოს დაგეგმილი
ბიუჯეტის სრულად ფორმირებისთვის საჭიროა შესაბამისი დამატებითი ფინანსური წყაროები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ
გარემოებით, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირების საფასურის ნაწილის
სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მიმართვის ვალდებულება განსაზღვრულია
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, აღნიშნულ
ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ასევე უნდა მოწესრიგდეს ამ
კანონით. ამასთან, ვინაიდან კანონპროექტი ეხება კანონში მითითებული თარიღის/ვადის
ცვლილებას (ნაცვლად 2020 პირველი იანვრისა, მიეთითება 2022 წლის პირველი იანვარი),
მიზანშეწონილია
კანონპროექტის
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული გამარტივებული წესით განხილვა/მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დამატებით 2 წლით - 2022 წლის პირველ იანვრამდე, სსიპ
წიაღის ეროვნული სააგენტო, ამავე კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის
ნაწილს მიმართავს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე (მისი ბიუჯეტის
ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად). შესაბამისად,
მომდევნო წლებში უზრუნველყოფილი იქნება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფინანსური
დამოუკიდებლობა და მის მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის ჯეროვანი შესრულება, მათ
შორის,
კანონმდებლობით
მისთვის
დაკისრებული
ფუნქციების,
შესაბამისი
პროექტების/ღონისძიებების სრული მოცულობით განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტში და
დგინდება, რომ 2022 წლის პირველ იანვრამდე, სსიპ - წიაღის ეროვნული ეროვნულ სააგენტოს
მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის საფუძველზე მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი
ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის
ფორმირებისთვის საჭირო შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა, 2020-2021 წლებში,
მოხდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სსიპ წიაღის
ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან რეგულირების საფასური, „რეგულირების
საფასურის შესახებ“ კანონით, წარმოადგენს მარეგულირებელი ორგანოების ბიუჯეტების
ფორმირების წყაროს. შესაბამისად, აღნიშნული საფასური არ მიიმართება სახელმწიფო ან/და
ადგილობრივ ბიუჯეტში და უშუალოდ ხმარდება მარეგულირებელი ორგანოებს მიერ
რეგულირების ფუნქციის განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან
რეგულირების საფასური, კანონის მიხედვით, არ წარმოადგენს სახელმწიფო ან/და
ადგილობრივ ამ ბიუჯეტის შემოსავლის წყაროს, შესაბამისად, ამ საფასურიდან მიღებული
შემოსავლის განაწილების წესის ცვლილება ამ ბიუჯეტებზე გავლენას ვერ იქონიებს.
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს და სსიპ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტებზე, ვინაიდან სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, მის
მიერ მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილს მიმართავს სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტოს ბიუჯეტში და აქედან გამომდინარე, ამ ოდენობის თანხით, 2020-2021 წლებში,
შემცირდება მისი შემოსავლები, ხოლო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შემოსავლები,
შესაბამისად, გაიზრდება აღნიშნული თანხით. ორივე სააგენტოს შემოსავლები იბეგრება
კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე ამ ცვლილებას გავლენა არ ექნება. აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოს 2020 - 2021 წლების ბიუჯეტში დაგეგმილი არის 1 850 000 ლარი
საკუთარი შემოსავლები.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წ.
დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 9,990,200 ლარს (მათ შორის, ბიუჯეტიდან დაფინანსება 1,340,200 ლარი, საკუთარი სახსრები - 8,650,000 ლარი (საიდანაც 7,000,000 ლარი შეადგენს სსიპ
წიაღის ეროვნული სააგენტოდან გადმოცემულ თანხას). შესაბამისად, 2019 წელს სააგენტოს
დაფინანსების 70%-ს შეადგენს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული სახსრები.
2020 წელს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი დაგეგმილია 13,700,000.00 ლარის
ოდენობით. აქედან, საბიუჯეტო სახსრები - 3,000,000.00 ლარი, საკუთარი სახსრები - 1,850,000.00
ლარი (1,425,000 ლარი - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადახდილი
რეგულირების საფასური, 418,475 ლარი - სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების გაწევიდან
მიღებული შემოსავალი, 6,525.00 ლარი - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
გრანტი). 2021 წელს სააგენტოს ბიუჯეტი დაგეგმილია 12,059,000.00 ლარის ოდენობით.
საკუთარი სახსრებიდან შემოსავალი, სავარაუდოდ, 1,850,000.00 ლარი (1,425,000.00 ლარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადახდილი რეგულირების საფასური, 425,000.00
ლარი - სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. ამასთან, იგი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ
თვალსაზრისით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის
ფორმირება ვერ მოხდება სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების
საფასურიდან, შესაბამისად, იმისთვის, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნეს უწყების
ფუნქციონირება, საჭირო იქნება შესაბამისი ფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფა.
აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტში, ხარჯვით ნაწილში,
„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მეორე წარდგენისას
გათვალისწინებული არის 3 000 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და 1 850 000
ლარი საკუთარი სახსრებით.
ასევე, შესაბამისად, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიღებული რეგულირების
საფასურის ნაწილის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტში მიმართვა გარკვეულ
გავლენას მოახდენს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც 20202021 წლებში. თუმცა, აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
რეგულირების საფასურის ნაწილს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბიუჯეტში, ასევე
მიმართავდა 2018-2019 წლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანი) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად
შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.