საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-21134/19
29-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის
ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2019 წლის 29 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში
წარმოადგინა 2019 წლის 25 ნოემბერს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და
ნარკომანიის
პრევენციის
ცენტრის“
მიერ
გაცემული
ცნობა
ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ
ჩატარებული
გამოკვლევის
შედეგად
თემურ გოცირიძის მიერ ნარკოტიკულ
საშუალებათა ამჟამად მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ
პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის
ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო
ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე