საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის კობა კობალაძის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-21155/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-21155/19 29-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩევის გამო, მას მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუწყდება ვადამდე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge