საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-21138/19
29-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“-ს
რეგისტრაციის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2019 წლის 29 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ფრაქცია „დამოუკიდებელი
დეპუტატები“-ს რეგისტრაციის თაობაზე შემოსული განცხადება და თანდართული
მასალები.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე
წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფრაქცია
„დამოუკიდებელი დეპუტატები“-ს რეგისტრაცია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge