საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლის და სერგი კაპანაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე“ (07-3/357; 29/05/2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-21206/19
02-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების - გიორგი წერეთლისა და სერგი
კაპანაძის მიერ განსახილველად წარმოდგენილია დადგენილების პროექტი „რუსეთის
ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების
უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018
წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე“ (07-3/357;
29.05.2019).
აღნიშნული დადგენილების პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
კომიტეტისთვის განსაზღვრული განხილვის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 3 დეკემბერი.
ვინაიდან დადგენილ ვადაში, დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან
გამომდინარე, ვერ ხერხდება დადგენილების პროექტის განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა
გაგვიგრძელოთ 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge