ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მომართვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად არჩევის გამო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი სამხარაძისათვის დაკისრების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.12.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-21229/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-21229/19 02-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გურამ მაჭარაშვილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 52-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ფრაქციის წესდების 8.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და უმრავლესობის ლიდერად არჩევის გამო, ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას. ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დიმიტრი სამხარაძე. გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge