საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 01/11/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-05
ბიუროს ნომერი 313
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-21241/19
02-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა
და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 01.11.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და
ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისათვის
განსაზღვრულია 2019 წლის 16 დეკემბერი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებისათვის - 02
დეკემბერი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოგვმართა წერილით (2-21210/19; 02-12-2019), რომ
აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით.
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge