საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2019 წლის 20 ნოემბრიდან მე-7 სამუშაო დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-05
ბიუროს ნომერი 313
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-21378/19
03-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე
ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების“
მომართვა
საქართველოს
პარლამენტის
წევრების
მუხრან
ვახტანგაძისა და რუსლან გაჯიევის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორებიდან“ გასვლის შესახებ (N2-20563/19; 21.11.2019 და N2-20565/19;
21.11.2019) - (ბიურო N307; 25.11.2019). აღნიშნული ცვლილების შემდეგ ფრაქციაში
გაერთიანებული დარჩა 6 პარლამენტის წევრზე ნაკლები. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის
ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების
შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი,
ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის
შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია
ინარჩუნებს
რეგლამენტით
გათვალისწინებულ
უფლებებს.
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ვადები,
რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო
დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და
კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული
დღეებისა.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
გაცნობებთ,
რომ
ვინაიდან
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებიდან“ საქართველოს
პარლამენტის წევრების მუხრან ვახტანგაძისა და რუსლან გაჯიევის ფრაქციიდან
გასვლის შესახებ განცხადებები წარდგენილია 2019 წლის 20 ნოემბერს (N2-20521/19 და
N2-20528/19) და საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები
პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“
გაუქმებულად ჩაითვლება აღნიშნული თარიღიდან მე-7 სამუშაო დღეს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge