„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი
1.
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი:
020000000.05.001.019586) პირველი მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
1
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42
2
1
3
5
7
11
4
და 42 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43 −44 , 44 , 44 –44 , 45-ე−46 , 48-ე,
1
4
2
3
1
1
49-ე, 50 , 51-ე–55 , 56-ე, 57-ე–59-ე, 59 −მე-60, 60 −61 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 ,
1
1
1
2
5
1
3
2
3
1
2
72 –78-ე, 79 –81-ე, 82 , 82 , 82 , 84-ე–86-ე, 87 −89 , 91 , 91 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 , 100 ,
1
1
1
1
5
103 , 104-ე და 105 მუხლებით, 127 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 –128 , 143-ე, 144-ე,
10
1
1
2
1
3
5
144 , 145-ე, 146 , 148-ე, 150-ე, 150 , 151-ე, 152-ე, 152 , 153-ე, 153 და 153 –153
6
2
1
2
მუხლებით, 153 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154 , 155 და 155
3
მუხლებით, 155
7
მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155
11
1
1
1
4
6
მუხლის მე-3−მე-5
10
4
ნაწილებით, 155 –155 , 156-ე, 157 –158 , 159-ე, 159 , 159 –159 , 163-ე, 164-ე, 164 ,
1
3
1
2
4
165 –165 , 166-ე−167-ე და 170 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 −171
5
მუხლებით, 171 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 1724
6
4
7
9
ე, 172 –172 , 173-ე, 173 –173 , 173 , 173
1
12
1
და 174 მუხლებით, 174
15
მუხლის მე-4
2
ნაწილით, 175 და 175 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13
1
8
9
ნაწილებით, 177 , 177 , 177
11
12
და 177
მუხლებით, 177
13
მუხლით (მხოლოდ ამ
1
1
კოდექსის 245-ე მუხლის 4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179 –
3
1
179 , 180-ე და 181-ე მუხლებით, 181 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე,
1
3
6
1
2
1
187 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 , 196 , 197 , 197 და 199 მუხლებით.“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2020 წლის...
№
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში განხორცილდა ცვლილება (№5130-Iს), რომლის თანახმად, კოდექსის 208-ე
მუხლი
(რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ამ მუხლში
მოცემულ ამავე კოდექსის მუხლების ჩამონათვალს დაემატა 15511 მუხლი (გასახურებელი
თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ
შეტყობინებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა). აღნიშნული
ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, კერძოდ, 2019 წლის 23 ოქტომბერს. ამავე
დროს, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შეტანილ იქნა კიდევ ერთი ცვლილება (№5012-Iს), რომლის თანხმად, 208-ე
მუხლი ასევე ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ამ მუხლში მოცემულ ამავე კოდექსის
მუხლების ჩამონათვალს დაემატა 1701 მუხლი (არასრულწლოვნის ისეთი სამუშაოს
შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას
ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური,
გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის, ან
არასრულწლოვანისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდება). აღნიშნული
ცვლილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისი. ამდენად, ეს
უკანასკნელი ცვლილება მისი ამოქმედების მომენტისთვის (2020 წლის 1 ივნისი)
გადაფარავს 2019 წლის 23 ოქტომბერს ამოქმედებულ ცვლილებას და შესაბამისად, 208-ე
მუხლის რედაქციაში არსებულ კოდექსის მუხლების ჩამონათვალში აღარ იქნება 15511
მუხლი, რაც ხელს შეუშლის აღნიშნული მუხლის აღსრულებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
არსებული პრობლემიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა 2019 წლის 20
სექტემბერს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონში (№5012-Iს)
ცვლილების შეტანა და კოდექსის 208-ე მუხლში არსებულ ამავე კოდექსის მუხლების
ჩამონათვალისთვის კოდექსის 15511 მუხლის დამატება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
1
კანონპროექტის
მიღების
შემდგომ,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის მუხლში არსებულ ამავე კოდექსის
მუხლების ჩამონათვალს 2020 წლის 1 ივნისიდან დაემატება კოდექსის 15511 მუხლი.
შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოები 2020 წლის 1 ივნისის შემდგომაც
განიხილავენ
აღნიშნული
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის (№5012-Iს) პირველი მუხლის მე-4
ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, 2020 წლის 1 ივნისიდან ახალი რედაქციით აყალიბებს
კოდექსის 208-ე მუხლს. შესაბამისად, კოდექსის 208-ე მუხლში არსებულ ამავე კოდექსის
მუხლების
ჩამონათვალს
(რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
11
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები) ემატება 155 მუხლი. შესაბამისად,
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს 2020 წლის 1 ივნისიდანაც განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ვინაიდან კანონპროექტით
გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
208-ე მუხლის ახალი რედაქცია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონში
(რომელშიც შედის ცვლილება მოცემული კანონპროექტით) უნდა ინტეგრირდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა არ არის მოთხოვნილი.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს რაიმე ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი)
გ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
3
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ არის კავშირში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ არის კავშირში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასებები არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
4
კანონპროექტის მომზადებისას სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი
კანონების იმპლემენტაციის სფეროში არ ყოფილა მაგალითად გამოყენებული.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი
ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე
5