„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ა) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“; გ) „სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალის და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“; დ) „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“; ე) „ტექნიკური რეგლამენტის − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ზ) „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; თ) „საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“; ი) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; კ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა“; ლ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“; ნ) „საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; ო) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“; პ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ჟ) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; რ) „ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; ს) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“; ტ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფისა და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“. 2. მინისტრმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) „საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განისაზღვრა აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნუსხა, რომლებიც ეხებოდა სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მათი მიღების ვადად დადგინდა 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან დღეის მდგომარეობით გამოცემულია ცალკეული აქტები, თუმცა, მოცემული ეტაპისთვის მათი სრულად შემუშავება და მიღება ვერ განხორციელდა. ზემოაღნიშნული განაპირობა არაერთმა გარემოებამ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში აქტების გამოცემა მოითხოვს მთელი რიგი სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებისა და ახალი სტანდარტების შესწავლას, ასევე, არაერთ უწყებასთან კოორდინირებულ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ 2018 წლის საქართველოს კანონმა დაადგინა არაერთი ისეთი კანონქვემდებარე აქტის გამოცემის ვალდებულება, რომელსაც „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი ვერსია არ ითვალისწინებდა. აღნიშნულ აქტებს შორისაა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების, მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის განსაზღვრის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის, წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის მარეგულირებელი ნორმები. აღნიშნული აქტების მიღება საჭიროებს ეროვნული სისტემის სუბიექტებს შორის პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრას, საჭირო მატერიალური რესურსების დადგენას და სხვა ისეთი საკითხების განსაზღვრას, რაც დაკავშირებულია ხანგრძლივ სამუშაო პროცესთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის უწყვეტი პროცესის ძირითადი ფაზების უზრუნველყოფას ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა, რომლის სუბიექტებსაც წარმოადგენენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სახელმწიფო რწმუნებულები. აღნიშნული სუბიექტები საგანგებო სიტუაციების დროს სტრატეგიულ, ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ერთობლივად ახორციელებენ კომპლექსურ ღონისძიებებს, შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება ასევე მოითხოვს ამ სუბიექტების მჭიდრო კოორდინაციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენჯერმე შეიცვალა სტრუქტურული და ინსტიტუციური მოწყობა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია ხანგრძლივ რეორგანიზაციის პროცესებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეაფერხა კანონქვემდებარე აქტების დროული შემუშავების პროცესი. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოხდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება აქტების შემუშავების პროცესის გაგრძელების მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების ვადა განსაზღვრულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით. შესაბამისად, ვადის გადაწევა საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი იქნება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის დამუშავების მიზნით, ვადის გადაწევა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. კერძოდ, აღნიშნული პუნქტებიდან ხდება უკვე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოღება, ამასთან მისაღები აქტების შემუშავების და გამოცემის ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმატიული აქტები დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის. შესაბამისად, არ მომხდარა რაიმე დამატებითი ხარჯების დაკისრება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის. ზემოაღნიშნული აქტების შემუშავება გადავადდება 1 წლით, შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტში საბიუჯეტო ხარჯების განაწილება ამ მიმართულებით განხორციელდება 2019 წლის ბიუჯეტის ანალოგიურად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმატიული აქტები დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის. შესაბამისად, არ მომხდარა რაიმე დამატებითი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის. ზემოაღნიშნული აქტების შემუშავება გადავადდება 1 წლით, შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტი 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ფინანსურ გავლენას არ იქონიებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ რსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.