საქართველოს მოქალაქეების (ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია) განცხადება არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-05
ბიუროს ნომერი 313
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-22212/19
13-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 13 დეკემბერს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის (ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, მიხეილ
ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, გოგა გულორდავას,
ცოტნე ზურაბიანის, სავალან მირზოევის, რომან მუჩიაშვილის, გოგი მეშველიანისა და
მერაბ ქვარაიას შემადგენლობით) განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები
წარმოდგენილი იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge