ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხატიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოწვევისა და ფრაქციის კუთვნილი კვოტით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-05
ბიუროს ნომერი 313
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-21531/19
05-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ გურამ მაჭარაშვილს
ასლი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ასლი: ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლის
მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია
„ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი გიორგი
ხატიძე და კუთვნილი კვოტით გააწევრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
დიმიტრი სამხარაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge