ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ისკო დასენის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გამოწვევისა და ფრაქციის კუთვნილი კვოტით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-05
ბიუროს ნომერი 313
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-21525/19
05-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ გურამ მაჭარაშვილს
ასლი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ასლი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ბერაიას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლის
მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია
„ქართულმა ოცნებამ“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი ისკო
დასენი და კუთვნილი კვოტით გააწევრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
დიმიტრი სამხარაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge