საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა 1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული (N1-5251/19; 19/03/2019) პეტიციის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-21539/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-21539/19 05-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა 1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით (№1-5251/19; 19.03.2019) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2019 წლის 5 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა 1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, რომელიც ეხება „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (№07-2/259; 04.10.2018) მოქმედების შეჩერებას. ამასთანავე, 2019 წლის 17 აპრილს ყაზბეგის მოსახლეობასა და პარლამენტის წევრებს შორის შედგა შეხვედრა სადაც განიხილეს პეტიციაში დასმული საკითხი. „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებულ ვარიანტს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაემატა მუხლი „გარდამავალი დებულებები“, რომლის თანახმადაც კანონის მოქმედება არ გავრცელდება ყაზბეგის ეროვნული პარკის იმ ნაწილზე (გარდა „ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1997– 2007 წლების შედგენილი პროექტით განსაზღვრული ტერიტორიისა, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია 1976 წლიდან წარმოადგენდა ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალს), სადაც კანონის ამოქმედებამდე არსებობდა ქონებრივი ურთიერთობები (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით). ამდენად, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა უფლება, აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრაციაში გაატაროს საკუთარი ქონება. ამავდროულად, დაცული ტერიტორიების შემდგომი დემარკაციის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პროცესში მიწის კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ. გარდა აღნიშნულისა დემარკაციის დროს გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მოსახლეობა სრულად ჩართული იქნება საზღვრების გამიჯვნის პროცესში და ყაზბეგის ეროვნული პარკიდან გაიმიჯნება ყველა ის ტერიტორია, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას წარმოშობს მოსახლეობასა და პარკს შორის. დემარკაციის შემდგომ ეროვნული პარკის საბოლოო საზღვარი შეთანხმებული იქნება მიმდებარედ მცხოვრებ თემებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული შესაბამისმა ცვლილებამ უკვე დაარეგულირა პეტიციით გათვალისწინებული საკითხი, შესაბამისად დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ არსს თუ რატომ უნდა მოხდეს კანონის მოქმედების შეჩერება. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომიტეტს მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის განხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი