საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მომართვა 2019 წლის 10-13 დეკემბერს დაგეგმილ მინისტრის საათზე, მონაკოში მივლინების გამო, ვერდასწრებისა და მინისტრის საათის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
წერილი
*MES71901658945*
MES 7 19 01658945
04/12/2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ნომინირებულია საერთაშორისო ორგანიზაცია "მშვიდობა და სპორტის" 2019
წლის პრემიაზე კატეგორიაში "წლის საუკეთესო ინიციატივა". საერთაშორისო ორგანიზაციას
"წლის საუკეთესო ინიციატივის" მოკლე ნუსხაში შეჰყავს ის ორგანიზაციები, რომლებსაც
გამორჩეული წვლილი შეაქვთ კონკრეტულ წელს სპორტის საერთაშორისო დღის
აღნიშვნაში. გალა დაჯილდოების პარალელურად 11-13 დეკემბერს მონაკოში იმართება
საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც მოწვეული ვარ სპეციალური სტუმრის სტატუსით
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დისკუსიის თემაა "განათლება მდგრადი
მშვიდობისთვის სპორტის მეშვეობით".
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 10 დეკემბრიდან 13
დეკემბრის ჩათვლით მივლინებით მივემგზავრები მონაკოში, რის გამოც ვერ დავესწრები
მინისტრის საათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მინისტრის საათი სხვა პერიოდში
გადაიტანოთ.
პატივისცემით,
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მინისტრი
ჩხენკელი მიხეილ