საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა: .

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-21015/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების - რევაზ მიქაბერიძისა და თეა ხამხაძის კანდიდატურების თაობაზე წარმოდგენილი საბუთები

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-21015/19 28-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების (გრიგოლ გაგნიძე, რევაზ მიქაბერიძე, გიორგი თევზაძე და თეა ხამხაძე) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. წარმოგიდგენთ კომიტეტის დასკვნას და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების რევაზ მიქაბერიძისა და თეა ხამხაძის კანდიდატურების თაობაზე წარმოდგენილ საბუთებს. დანართი: 229 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-21009/19 28-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების (გრიგოლ გაგნიძე, რევაზ მიქაბერიძე, გიორგი თევზაძე და თეა ხამხაძე) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. I. განსახილველი საკითხის ძირითადი არსი 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის არჩევის მიზნით მიმდინარეობს კონკურსი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილ იქნა 4 კანდიდატურა, კერძოდ: G 1. გაგნიძე გრიგოლი - წარმომდგენი ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“; 2. თევზაძე გიორგი - წარმომდგენი სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“; 3. მიქაბერიძე რევაზი - წარმომდგენი ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების საზოგადოება“, ა(ა)იპ „საქართველოს ევროპული არჩევანი“ და ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“; 4. ხამხაძე თეა - წარმომდგენი სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“. თითოეული კანდიდატის შესახებ წარდგინებას თან ახლავს ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ადგენს თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. სამართლებრივი პროცედურა და კომიტეტის შეფასება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციათაგან თითოეული უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა წევრად არჩევაზე წინასწარ წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადოს. პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, პარლამენტისთვის წარდგენილი სათანადო საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული საბუთების განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპროკურორო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც შეესაბამებიან პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში პარლამენტისთვის წარმოდგენილი სათანადო საბუთები, საიდანაც ირკვევა შემდეგი: გაგნიძე გრიგოლის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვევა, რომ იგი სრულად ვერ აკმაყოფილებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ: მისი კანდიდატურის წარმომდგენი ორგანიზაციაა ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორია“, თუმცა წარმოდგენილ საბუთებში არ იძებნება ამ ორგანიზაციის წესდება ან/და ამონაწერი მეწარმეთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში; - წესდების ან/და მეწარმეთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის წარმოუდგენლობის გამო ვერ დასტურდება ინფორმაცია, გააჩნია თუ არა ორგანიზაციას კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებით კანდიდატის წარდგენასაც ითვალისწინებს კანონი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატი წარმოდგენილია ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ და არ დგინდება, აქვს თუ არა თავმჯდომარეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება; კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საერთო სასამართლოების მიერ გაცემული დოკუმენტები (სასამართლოს განჩინებები და გადაწყვეტილებები), რომლითაც დგინდება, რომ გრიგოლ გაგნიძე სასამართლო საქმეებზე არსებულ სამართალწარმოებაში მონაწილეობდა წარმომადგენლის სტატუსით, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტებიდან არ იკვეთება, იგი წარმომადგენლად გამოდიოდა პირადად, როგორც ადვოკატი, თუ აღნიშნულ საქმეებში მონაწილეობდა ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ სახელით. თევზაძე გიორგის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვევა, რომ იგი სრულად ვერ აკმაყოფილებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 − მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით. კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საბუთებს თან ახლავს უმაღლესი განათლების დიპლომი, რომლის თანახმადაც, გიორგი თევზაძემ 1997 წელს დაასრულა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. თუმცა აღნიშნულ დიპლომში არ არის მითითებული ინსტიტუტში სწავლის დაწყების თარიღი და არც რაიმე სახის სხვა დოკუმენტია წარმოდგენილი, რომლითაც მოხდებოდა იდენტიფიკაცია თუ რამდენწლიანი სასწავლო კურსი გაიარა კანდიდატმა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად უთანაბრდება თუ არა მისი უმაღლესი განათლების დიპლომი მაგისტრის დიპლომს. მიქაბერიძე რევაზის კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატის წარმდგენია სამი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, თუმცა, წარდგენის უფლებამოსილება სრულად უდასტურდება მხოლოდ ერთს - ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების საზოგადოებას“, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი სფეროც კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ამასთანავე, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის წარდგინებას თან ახლავს ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების საზოგადოების“ 2019 წლის 19 ნოემბრის #01-19 კრების ოქმი, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დაცვა - კანდიდატი წარმოდგენილია შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი რევაზ მიქაბერიძე სრულად აკმაყოფილებს საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა იგი უნდა ჩაითვალოს არა სამი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ წარდგენილად, არამედ მის წარმდგენად მხოლოდ ა(ა)იპ „სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“ უნდა იქნეს მიჩნეული. ხამხაძე თეას კანდიდატურის თაობაზე წარმოდგენილი საბუთებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და მიიჩნია, რომ მხოლოდ რევაზ მიქაბერიძისა და თეა ხამხაძის კანდიდატურები შეესაბამებიან საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს