საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-13628/19; 15.07.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-21647/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-21647/19 06-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ლეილა არხოშაშვილს მის: თბილისი, ლვოვის პირველი შესახვევი №4 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13628/19; 15.07.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№113628/19; 15.07.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო უნდა გაიხსნას კომლის თითოეული წევრის გარდაცვალების დღიდან მის წილ ქონებაზე, მიუხედავად იმისა, თუ როდის გარდაიცვალნენ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის სხვა წევრები. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კომლთან დაკავშირებით შეტანილ იქნა ცვლილება და ამოღებულ იქნა კოდექსის 1323-ე მუხლი (ამ მუხლის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნებოდა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან). ამასთანავე, კოდექსს დაემატა 15131 მუხლი და განისაზღვრა, რომ კომლის ქონება ეკუთვნით კომლის წევრებს თანაბრად და სამკვიდროც გაიხსნება თითოეულ წევრის გარდაცვალების (და არა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების) შემდეგ მის წილ ქონებაზე. ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპი, რომლის მიხედვითაც ეს ცვლილება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge არ ეხებათ იმ კომლის წევრებს, რომლის ბოლო წევრიც საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებამდე გარდაიცვალა. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გაუქმებულია ზემოხსენებული ზღვარი კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ გარდაცვლილ კომლის ბოლო წევრთა შემთხვევებს შორის. ეს კი არაერთ სირთულეს შექმნის, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების დროის განსაზღვრა დაკავშირებულია სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე მხარეთა ინტერესების დაბალანსებასთან; კომლის ბოლო წევრის საკანონმდებლო ცვლილების შეტანამდე გარდაცვალების შემთხვევაში, როგორც წესი, უკვე გახსნილია სამკვიდრო, რის საფუძველზედაც პირებმა მოიპოვეს გარკვეული უფლებები (მაგალითად, ბოლო წევრის მემკვიდრეებმა მოიპოვეს მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება). შესაძლოა აგრეთვე, რომ მათ უკვე განკარგეს სამკვიდრო მასაში შემავალი ნივთები. იმ შემთხვევაში კი, თუ კომლის წევრთა შორის სამკვიდრო ქონების განაწილების ახალი წესი ადრე წარმოშობილ ურთიერთობებსაც შეეხება, რასაც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება გვთავაზობს, მივიღებთ მოცემულობას, რომ კომლის იმ წევრებსაც გაუჩნდებათ მოთხოვნები, რომლებიც არ არიან ბოლოს გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეები. ეს კი ჩიხში შეიყვანს სამართლებრივ ურთიერთობებს და საფრთხეს შეუქმნის სამართლებრივ სტაბილურობას. ამგვარად, ზემოაღნიშნულიდან გაზიარება მიზანშეუწონელია. გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების IV. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№113628/19; 15.07.2019) და ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი