საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-14530/19; 30.07.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-21648/19
06-12-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ასლი: მოქალაქე ანზორ ჯაიანს
მის: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა N89.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14530/19; 30.07.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25
ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1- 14530/19; 30.07.2019).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, განისაზღვრება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
აღიარების საგამონაკლისო წესი (131 მუხლი); კერძოდ, პირი, რომელიც ფლობს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და არ გააჩნია მართლზომიერი
მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილია,
მიმართოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც, თავის მხრივ,
ვალდებულია, დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და დაურეგისტრიროს მას
მიწის ნაკვეთი თუ:
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულის ან სხვა ტიპის ღობით;
განმცხადებელს აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება,
რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების
მიღებიდან გასულია ორ წელზე მეტი;
განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი არ აღემატება 3000
(სამი ათას) კვადრატულ მეტრს.
II. კომიტეტის შეფასება
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის დადგენის მიზნით 2016 წელს
განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და შემუშავდა დროებითი მოქმედების
სპეციალური წესი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სახით. აღნიშნული კანონის
ძირითადი მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო
მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონი ამომწურავად
განსაზღვრავს დროებითი წესის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის სპეციალურ წესს, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვანია, რომ პირი
ფლობდეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობისა თუ
სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და საკადასტრო აგეგმვით ნახაზს.
ამდენად, კანონმდებელი ერთმნიშვნელოვნად ადგენს შესაბამისი დოკუმენტაციის
წარმოდგენის
ვალდებულებას.
სწორედ
აღნიშნული
ვალდებულებისგან
გათავისუფლებას ითხოვს საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ერთ-ერთ
მთავარ არგუმენტად საკუთრების უფლების დაცვას ასახელებს; კერძოდ,
წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, არსებული საკანონმდებლო
რეგულაცია ბევრ ადამიანს უზღუდავს უფლებას, დაარეგისტრირო ის მიწის
ნაკვეთები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ფლობდნენ, მაგრამ არ გააჩნიათ
მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მხარდაჭერილი
შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების
უფლება
ერთ-ერთი
ფუნდამენტური
უფლებაა,
რომელიც
განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და მთელი რიგი საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ არის
აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია საჯარო ინტერესებისათვის
მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკუთრება
კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით არის ყველა ქონებრივი უფლება, რომელიც
მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან.1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამომწურავად აწესრიგებს საკუთრების უფლების
1 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი 2018,
გვ. 74.
წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლებს, ასევე მართლზომიერი მფლობელობის
პრინციპებს. ამასთანავე, მოწესრიგებულია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების
წარმოშობის სამართლებრივი მექანიზმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება
წარმოიშობა გარიგების წერილობითი ფორმით და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის
შედეგად. კანონის აღნიშნული ჩანაწერი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების
წარმოშობის მთავარი დებულებაა. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება, ეწინააღმდეგება რა დადგენილ წესს, ამავდროულად, ხელს უწყობს
თვითნებური ქმედებების განხორციელებას.
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის კერძოსამართლებრივ
დებულებებთან
წინააღმდეგობის
გარდა,
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია შემდეგი კუთხითაც: საკანონმედბლო
წინადადებით შემოთავაზებულია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის
შემთხვევაშიც უნდა დაკმაყოფილდეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
მოთხოვნის შესახებ პირის განცხადება; კერძოდ, ავტორი საკუთრების უფლების
აღიარების კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ მთავარ
პირობად ასახელებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას,
რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების მოპოვების შესახებ. ამასთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის კანონიერ გზებს, ხოლო
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება ამ
კუთხით შეუსაბამოა არსებულ სამართლებრივ მოცემულობასთან. გარდა ამისა,
ბუნდოვანებას იწვევს შემდეგი წინაპირობაც მიწის ნაკვეთის ფართობის თაობაზე:
საგამონაკლისო წესით რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის
ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3000 (სამი ათას) კვადრატულ მეტრს.
განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, თუ რა გარემოებამ განაპირობა
საკუთრების რეგისტრაციისათვის აღნიშნული ფართობის ზედა ზღვრის დაწესება.
შესაბამისად, ბუნდოვანია აღნიშნული პირობის განსაზღვრის საჭიროებაც.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის ამავე
კანონით დადგენილი სპეციალური წესი მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრამდე. თუმცა
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (N072/415; 13.11.2019), რომელიც ითვალისწინებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის
ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესის უვადოდ შემოღებას.
კერძოდ, იგეგმება მოქმედი რედაქციით დადგენილი დროებითი სპეციალური წესის
უვადოდ განსაზღვრა. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილება იქნება სპეციალური
საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტების საკითხებს.
გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს
მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების უფრო ფართოდ
განმარტებას, რათა შესაძლებელი გახდეს უფლების რეგისტრაცია იმ პირობებშიც,
როდესაც გაცემულია უფლების დამდგენი დოკუმენტები, მაგრამ ისინი არ
აკმაყოფილებს
ლეგალიზების
მინიმალურ
მოთხოვნებს.
ამავდროულად,
ცვლილებათა პაკეტით შემოთავაზებული რეფორმა მოიცავს შესაძლებლობას,
რეგისტრაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლითაც იქნეს
შესაძლებელი, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტის ასლი რომელიმე
ადმინისტრაციულ ორგანოშია დაცული.
ამდენად, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა მიიჩნია, რომ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია და სამართლებრივი
თვალსაზრისით არ შეესაბამება კანონის პრინციპებსა და კანონით დადგენილ
მოთხოვნებს. გარდა ამისა, ზემოხსენებულ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა
ფარგლებში რეფორმა ითვალისწინებს პრაქტიკაში არსებული ხარვეზებისა თუ
სირთულეების ჯეროვნად აღმოფხვრას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის თვალსაზრისით და დამატებითი რეგულაციის საჭიროება ამ ეტაპზე
არ იკვეთება.
IV. დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მოქალაქე
ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „სახელმწიფო
პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1- 14530/19; 30.07.2019) და ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი