საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის კანდიდატურა

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.11.2019
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ინიციატორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/33/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-12-11

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-21429/19 04-12-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები (№07- 1/33; 26.11.2019). აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-21420/19 04-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურებზე (№07- 1/33; 26.11.2019) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე-9), რეკომენდაციას უწევს კახი ბექაურის კანდიდატურას არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ------- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 6 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2019 წლის -- დეკემბერი. №---- – Iს არჩილ თალაკვაძე