საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: კობა ნარჩემაშვილის, დავით ჭიჭინაძის, ბექა ნაცვლიშვილის, გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის, ბიძინა გეგიძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-3/418; 13.11.2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-21719/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-21719/19 06-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N221597/19, 05.12.2019), რომ ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება საქართველოს პარლამენტის წევრების: კობა ნარჩემაშვილის, დავით ჭიჭინაძის, ბექა ნაცვლიშვილის, გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის, ბიძინა გეგიძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№073/418; 13.11.2019) სავალდებულო კომიტეტზე განხილვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. დანართი: სავალდებულო კომიტეტის წერილი 1 ფურცელზე. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-21597/19 05-12-2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 18 ნოემბრის N306/1 გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: კობა ნარჩემაშვილის, დავით ჭიჭინაძის, ბექა ნაცვლიშვილის, გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის, ბიძინა გეგიძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/418; 13.11.2019). აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 09 დეკემბრამდე. ობიექტური მიზეზების გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული