საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინფორმაცია „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ვადის, ჯგუფის მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-21766/19
09-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2019 წლის 15 ოქტომბრის
სხდომაზე განიხილა და ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიმართვა, თემატური მოკვლევის
ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც მოიცავდა თემატური მოკვლევის საკითხსა და
ინფორმაციას იმ პარლამენტის წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს
მოკვლევაში მათი მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 2 თვის ვადაში ამზადებს
დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტს. აღნიშნული
ვადა არ იყო საკმარისი ზეპირი მოსმენების ჩასატარებლად და დასკვნის
მოსამზადებლად, აქედან გამომდინარე, რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8-ე პუნქტის
შესაბამისად გაცნობებთ, აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის ვადის ერთი
თვით გაგრძელების შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge