საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-21783/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-21783/19 09-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები. სავალდებულო კომიტეტისთვის კანონპროექტის განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 9 დეკემბერი. 2019 წლის 9 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2-21762/19 წერილით მომართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და კანონპროექტის განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელება მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 თვით. დანართი - 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-21762/19 09-12-2019 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს დავალებული აქვს 2019 წლის 9 დეკემბრამდე სავალდებულო წესით განიხილოს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/401; 02.10.2019). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინციატივის განხილვა ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის უზრუნველყოთ განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესაბამისად