საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (გიორგი ძაგანია, ვლადიმერ ბოჟაძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი.(გიორგი ძაგანია)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ზურაბ ხრიკაძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ძაგანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ზურაბ ხრიკაძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ძაგანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (გიორგი ძაგანია, ვლადიმერ ბოჟაძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი.(გიორგი ძაგანია) (ეს პროექტი) წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (გიორგი ძაგანია, ვლადიმერ ბოჟაძე) კანდიდატურების არჩევის საკითხი. (ვლადიმერ ბოჟაძე) წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 77 ✗ 0
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (171 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (78 KB)
📄 საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება (185 KB)
📄 ინფორმაცია (2.3 MB)
📄 დანართი (856 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (324 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (160 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.1 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-12-10
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-21798/19
09-12-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 5 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის
ზურაბ ხრიკაძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ერთ ვაკანტურ
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გიორგი ძაგანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის
კანდიდატურების შესახებ (07-1/30/9; 25.11.2019 წ.)
დანართის სახით, გიგზავნით კომიტეტის დასკვნასა და დოკუმენტაციას კანდიდატების
შესახებ.
დანართი: 72 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-21775/19
09-12-2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წევრის ზურაბ ხრიკაძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ერთ
ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გიორგი ძაგანიასა და
ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურების შესახებ (07-1/30; 25.11.2019 წ.)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 5 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე
მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ
კანდიდატებს − გიორგი ძაგანიასა და ვლადიმერ ბოჟაძეს და განიხილა მათი
კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (071/30; 25.11.2019).
I.
ზოგადი მიმოხილვა
2019 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის
52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ
თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა გიორგი ძაგანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის
კანდიდატურები.
2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის საკითხის
განმსაზღვრელ კომიტეტად.
2019 წლის 5 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,
განიხილა
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
წევრობის
ზემოაღნიშნული კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის
საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II.
კომიტეტის შეფასება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, „ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი
განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის
მოთხოვნებს,1 აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი,
„ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც არა აქვს
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) პირი, რომელიც
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში
დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4
წლის განმავლობაში; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; დ) ნასამართლევი პირი; ე) საარჩევნო
სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი.“
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა,
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
წარმოდგენილი ცესკოს წევრების ზემოაღნიშნული კანდიდატურების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის
სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს.
ღია კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები:
ა) გიორგი ძაგანია − 7 ხმა (კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა);
ბ) ვლადიმერ ბოჟაძე − 6 ხმა (კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა).
III.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე
მუხლის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის
მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ
1 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირი
მოხელედ არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო
სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური
გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ
წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების
ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში
შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო,
თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − გიორგი ძაგანიასა და
ვლადიმერ
ბოჟაძეს,
განიხილა
მათი
კანდიდატურების
საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (07-1/30; 25.11.2019) და ჩატარებული
ღია კენჭისყრის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის
ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია გიორგი ძაგანიასა და
ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურებს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი