საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, გიორგი ვოლსკის, შოთა ხაბარელის, ბექა ოდიშარიას, ლევან კობიაშვილის, სოფიო კილაძის, მარიამ ჯაშის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/376; 19.06.2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-21806/19
09-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ,
სავალდებულო კომიტეტებისათვის დადგენილი განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას
შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე: საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა
მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, გიორგი ვოლსკის, შოთა
ხაბარელის, ბექა ოდიშარიას, ლევან კობიაშვილის, სოფიო კილაძის, მარიამ ჯაშის და მიხეილ
ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში”
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/376/9; 19.06.2019).
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-21749/19
09-12-2019
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ რომან კაკულიას
ბატონო რომან,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის,
ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, გიორგი ვოლსკის, შოთა ხაბარელის, ბექა
ოდიშარიას, ლევან კობიაშვილის, სოფიო კილაძის, მარიამ ჯაშის და მიხეილ ყაველაშვილის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში”
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/376/9; 19.06.2019).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტებზე წამყვან
კომიტეტად განსაზღვრულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი (განხილვის ვადა 10.12.2019).
კანონპროექტებზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შეჯერების მიზნით,
გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს სავალდებულო კომიტეტისთვის განსაზღვრული
განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge