საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ხულორდავას 2019 წლის 6-7 ნოემბერს ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა
ნომერი
#2-21825/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-21825/19 09-12-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 6-7 ნოემბერს, ბელგიის სამეფოში განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, თამარ ხულორდავა პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
თამარ ხულორდავას სამუშაო ვიზიტის ა ნ გ ა რ ი შ ი ბრიუსელი, ბელგიის სამეფო 6-7 ნოემბერი, 2019 წელი 2019 წლის 6-7 ნოემბერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ევროპარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ევროპარლამენტის ვიცე სპიკერს, მარიედ მაკგინესს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის, შეხვედრები შედგა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტთან, ანდრიუს კუბილიუსთან, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან და საქართველოს თაობაზე მომხსენებლთან, სვენ მიკსერთან. შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მიღწეული შედეგები და მომავლის გეგმები განვიხილეთ, ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საორგანიზაციო საკითხები.