საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ხულორდავას 2019 წლის 4-5 ნოემბერს შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა
ნომერი
#2-21826/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-09
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-21826/19 09-12-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 4-5 ნოემბერს, შვედეთის სამეფოში განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, თამარ ხულორდავა პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
თამარ ხულორდავას სამუშაო ვიზიტის ა ნ გ ა რ ი შ ი შვედეთის სამეფო 4-5 ნოემბერი, 2019 წელი 2019 წლის 4-5 ნოემბერს, შვედეთის პარლამენტის ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის აღსანიშნავად მაღალი დონის სემინარი - „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ - გაიმართა. სემინარში კოლეგასთან, ოთარ კახიძესთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას. ღონისძიების მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის განსაზღვრა და ამ პროცესში პარლამენტების და პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა, ყურადღება გაამახვილა რიგსდაგსა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე. ჩემს გამოსვლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგებზე, მისი განვითარების ხედვაზე და სამომავლო პოლიტიკის პარტნიორი ქვეყნების მოლოდინებთან თანხვედრის აუცილებლობაზე ვისაუბრე. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეობა მივიღეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრების შეხვედრებში, რომლის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა წარმოადგინა. ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და მკვლევარებს შევხვდით, რომლებმაც საკუთარი ხედვა გაგვაცნეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის განსასაზღვრად.