საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია საინფორმაციო კამპანია „გაფანტული სკლეროზის“ მიერ წარმოდგენილ „საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ“ (N1-22403; 02.12.2019) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-21907/19
10-12-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საინფორმაციო კამპანია ,,გაფანტული
სკლეროზის’’ მიერ წარმოდგენილი პეტიცია ,,საქართველოში გაფანტული სკლეროზით
დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ“
წარმოდგენილი პეტიცია (N1-22403/19;02.12.2019).
აღნიშნული პეტიცია შემუშავებული იქნა გაფანტული სკლეროზით დაავადებული
პაციენტების მიერ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის
შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება: პეტიცია - ,,საქართველოში გაფანტული
სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის
გაზრდის შესახებ“ განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს. სამინისტრომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 1 თვის ვადაში აცნობოს
პეტიციის ავტორსა და კომიტეტს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის
აპარატის უფროსი
2-21298/19
03-12-2019
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტს
გიგზავნით საინფორმაციო კამპანია „გაფანტული სკლეროზის“ მიერ წარმოდგენილ პეტიციას
„საქართველოში
გაფანტული
სკლეროზით
დაავადებული
პაციენტებისათვის
მკურნალობაზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ“ (N1-22403/19; 02.12.2019).
გთხოვთ, განიხილოთ და თქვენი დასკვნა წარუდგინოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
პატივისცემით,
პარლამენტის აპარატის უფროსი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge