საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის 2019 წლის 13-15 ნოემბერს, სტრასბურგში, საფრანგეთში, გამართულ ევროპის საბჭოს სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის, ევროპული სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის და ბავშვთა ქვეკომიტეტის სხდომებში მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-21965/19
10-12-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ევროპის საბჭოს სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის და მდგარდი განვითარების
კომიტეტის, ევროპული სოციალური ქარტიის ქვე-კომიტეტის და ბავშვთა ქვე-კომიტეტის
სხდომებში მონაწილეობის
ანგარიში
2019 წლის 13-15 ნოემბერი, სტრასბურგი, საფრანგეთი
2019 წლის 13-15 ნოემბერს, ვმონაწილეობდი
ევროპის საბჭოს სოციალურ საკითხთა,
ჯანმრთელობის და მდგარდი განვითარების კომიტეტისა და
ევროპული სოციალური
ქარტიის ქვე-კომიტეტის სხდომებში და წავიყვანე ბავშვთა ქვე-კომიტეტის სხდომა. ასევე
მონაწილეობა მივიღე ბავშვთა უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს სტრატეგიის შუალედური
შეფასების კონფერენციაში.
კონფერენცია, ჩატარდა ბავშვთა უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილის ფარგლებში
(გაეროს CRC). სახელმწიფო წარმომადგენლებთან, პარლამენტარებთან, ბავშვის უფლებების
ომბუდსმენებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და
საერთაშორისო ექსპერტებთან
ერთად განვიხილეთ ბავშვის უფლებების ძირითადი გამოწვევები.
სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი ანგარიშები და რეზოლუციები:
ბავშვთა უფლებების გაძლიერება, როგორც ევროპის მომავალი-მტკიცე გასაღები კონფერენციის საპარლამენტო შუალედური შეფასების ანგარიში ევროსაბჭოს ბავშვთა
უფლებების სტრატეგიაზე (2016-2021) - დეკლარაცია;
საპარლამენტო მოქმედების ძალა: ბავშვთა მნიშვნელოვანი და მდგრადი მონაწილეობის
ხელშეწყობა ეროვნული პარლამენტებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მუშაობაში;
საპარლამენტო საქმიანობა ბავშვთა სქესობრივი ძალადობის შესაჩერებლად;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა
დაცვის
ევროპული
დღისადმი
ორგანიზებულ
ღონისძიებაზე
(18
ნოემბერს)
საპარლამენტო ასამბლეის წვლილი;
მთელს ევროპაში, ბავშვების მეოთხედი სოციალური გარიყვის რისკის ქვეშაა მუშაობენ თუ არა პარლამენტები საკმარისად მათ დასაცავად;
პარლამენტების როლი უსაფრთხო ქსელის შექმნაში სოციალურად დაუცველი
ბავშვებისთვის (როგორიცაა, მიგრანტი და დევნილი ბავშვები, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ა.შ.).
განვიხილეთ სხვა მიმდინარე საკითხები და შემდეგი კომიტეტის სხდომა, მიმდინარე წლის
3 დეკემბერს, პარიზში დაიგეგმა.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირინე ფრუიძე