საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის 2019 წლის 17-20 ნოემბერს, ბელგიაში, ბრიუსელში გამართულ ეთიკის საბჭოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-21975/19
10-12-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ირინა ფრუიძის ანგარიში
ეთიკის საბჭოს სამუშაო ვიზიტი
2019 წლის 17-20 ნოემბერი, ბელგია, ბრიუსელი
2019 წლის 17-20 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები,
დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ეუთოს
(OSCE) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, სამუშაო
ვიზიტით ვიმყოფებოდით ბრიუსელში.
შეხვედრების მიზანი იყო საპარლამენტო ეთიკის საბჭოს მუშაობის საერთაშორისო
პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს წარმატებული
ფუნქციონირების ხელშეწყობა.
ეთიკის კოდექსის აღსრულების მონიტორინგის საუკეთესო გამოცდილების
გაზიარების მიზნით, ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP -ის წევრი ქვეყნების
მხარდაჭერის
პროგრამის
ხელმძღვანელს
პოლ
მაასენს,
საერთაშორისო
გამჭვირვალობა ევროკავშირთან EU Integrity პროგრამის ადვოკატირების უფროსს
ნიკოლას აიოსას და EU Integrity პროგრამის პოლიტიკის ოფიცერს ვიტორ ტეიქსირას
შევხვდით.
ეთიკის კოდექსით რეგულირებული საკითხების - სიძულვილის ენის და
დისკრიმინაციის რეგულაციების გაზიარების მიზნით შევხვდით ევროპულ საგარეო
ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს: ადამიანის უფლებათა განყოფილების
პოლიტიკის ოფიცერს პაოლო სალვიას, საქართველოს თემებზე მომუშავე გუნდის
წარმომადგენლებს იზაბელა ტორტას და სოფი ვან ბერგენს და სიძულვილის ენის
საკითხებზე მომუშავე თანამშრომელს იოჰანეს ბოერმანს.
ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან,
ევროპარლამენტის
წევრების
ქცევის/ეთიკის
საკონსულტაციო
კომიტეტის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წევრთან ჰაიდი ჰაუტალასთან, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარესთან
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (PAC) მარინა
კალიურანდთან, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლთან საგარეო საქმეთა
კომიტეტში სვენ მიკსერთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტის წევრთან
და მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში მაიკლ ვაისთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდით გამჭვირვალობის სამსახურის, დოკუმენტებზე
საჯარო ხელმისაწვდომობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს ჯერემი
ბენტლის,
ადმინისტრაციული
სამსახურის
ევროპარლამენტის
წევრების
ქცევის/ეთიკის კოდექსის გენერალურ დირექტორატის წარმომადგენელს ბარბარა
ტოშეგს, გამჭვირვალობის სამსახურის, ინტერესთა გამჭვირვალობის რეესტრის
გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს მარი თილთს და ევროპის
ომბუდსმენის ოფისის გენერალურ მდივანს კესირა დანიელოს.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირინე ფრუიძე